თბილისში წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა
საზოგადოება - 14:15, 17 Jun, 2016     3038
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი) სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღი გათვლილია 350 აღსაზრდელზე.

ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ინტენსიურად მუშაობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმართულებით.

„დღეს გავხსენით მეოთხე ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 350 პატარას ვაჩუქეთ სიხარული. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ბაღი, სადაც პატარების ღირსეული აღზრდისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ძალიან აქტუალურ პროგრამას, რასაც ჰქვია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა სულ უფრო მეტ უბანში. ზაფხულის განმავლობაში ათამდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, სექტემბერში კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დადგომას 3 ახალი ბაღით შევხვდებით“ - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომელიც გასულ წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობაში შესახლებული იყვნენ დევნილები, რომლებიც, მოგვიანებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი განახორციელა და თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაღის მშენებლობა უზრუნველყო.

ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში სამი ახალი და წინა წლებში დახურული ასევე სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42