რატომ ვერ შეხვდა სოფია ლორენი საქართველოს პატრიარქს - ფონდ ,,ნატვრის ხე“-ს განცხადება
საზოგადოება - 19:38, 16 Jun, 2016     9282
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრი ხე" განცხადებას ავრცელებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სოფია ლორენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერ ეხვდა. სოფია ლორენის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საქართველოს პატრიარქს არ შეხვდებოდა, ფონდი ,,ნატვრის ხე“ კატეგორიულად უარყოფს.

,,პირველ რიგში, მადლობა გვინდა, გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც ერთი ლარი გაიღო.

გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ რიგი მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.

ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბოლენტულ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად "რუმს ჰოტელში".

გუშინ, 15 ივნისს, სოფია ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი - თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.

მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა. სოფია ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი სმენია და სურს, პირადად გაიცნოს.

მსახიობმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ამ დღიდან დიდი სიყვარულით ატარებს.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ „ნატვრის ხისა“ და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება” - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42