თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და ქმრის გაზრაზ, მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დღეს მეზობლების დაკითხვით გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ პაპიძეს მეზობლები უარყოფითად ახასიათებენ და მკვლელობის ღამეს ამ უკანასკნელის ქმედებას აღწერენ.
ერთ-ერთი მოწმის ია ბარამიძის განცხადებით,
პაპიძე ბოლო პერიოდში ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა.
"მთელი ღამე ვერ დავიძინე, თავი მტკიოდაო. ტელეფონის საშუალებით მეც მაჩვენა, კედელზე ჩრდილი დადიოდა. მაგდამ მითხრა, ვერ დავიძინე, ფანჯრებს ვუყურებდი, ჩემთანაც რამე არ შემოიპაროსო“- აღნიშნა მოწმწმ.
მისივე განცხადებით, მაგდა პაპიძეს მეორე შვილის გაჩენის სურვილი არასდროს ჰქონია.
"მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო. ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდებიო, იმხელა ტრავმა დამიტოვა ირსულობამო, - ასე ამბობდა მაგდა, რომელმაც ომარის დაუკითხავად აბორტიც გაიკეთა. ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტოს გასაკეთებლად იყო წასული. დარეჯანთან მივედი, ბავშვი კალთაში ეჯდა და ტიროდა, მაგდამ ბავშვი დამიტოვა და აბორტის გასაკეთებლად წავიდაო, ომარმა არ იცისო" -განაცხადა მოწმემ.
ია ბარამიძე ბრალდებულის დის სიტყვებსაც იხსენებს:
"ლანას დიდად არ გაკვირვებია მაგდას მიერ ამის გაკეთება. თქვა, საყვარელიც ჰყოლიაო”- თქვა მოწმემ.
ბარამიძის განცხადებით, მოკლულ ომარ ქაფიაშვილს მეუღლე ძალიან უყვარდა და ომარი მაგდაზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო, “მაგდაზე ზედმეტს ვერავინ იტყოდა, მაგდა მისთვის სიწმინდე იყო“ -განაცხადა ია ბარამიამ.
სასამართლოზე ჩვენება კიდევ ერთმა მეზობელმა მისცა. ნანა ტუხაშვილმა დღეს მკვლელობის დღეს მაგდა პაპიძესთან დიალოგი გაიხსენა:
"სამსახურიდან სახლში საღამოს 7 საათზე მივედი, დერეფანში მაგდა შემხვდა. კარადა ჰქონდა გახსნილი, რომ დამინახა შეცბა, თვალები გაუფართოვდა. მე ვთხოვე თმები შეეღება ჩემთვის, არაა პრობლემაო, რომ ველაპარაკებოდი სხვაგან იყო ფიქრებით. ცოტა ხანში მივწერე, მაგდა თმას შემიღებავ-თქო. არ მომწერა, მერე დავურეკე და არ მიპასუხა, გამითიშა, მომწერა სმს, რომ სახლში არ ვარ და 1 საათში დავბრუნდები და შეგიღებავო”- აღნიშნა ტუხაშვილმა.
მოწმე ამბობს რომ გასული წლის 19 დეკემბერს ათისნახევარზე მაგდას კართან ისევ მივიდა.
„ დავაკაკუნე, არავინ გამიღო. გამიკვირდა, კაკუნზე ყოველთვის თორნიკე მორბოდა ხოლმე. შემდეგ მაგდას დედამთილის დარეჯანის ოთახში შევედი, დარეჯანმა მითხრა სარეცხი შემოიტანა და გავიდაო, ალბათ დაიძინაო. 11 საათისთვის გავიგე მაგდას კარის ხმა, მაგრამ ვიფიქრე, ახლა გვიანია და დავიძინებ-თქო. ოთხისნახევარზე კივილმა გამაღვიძა, დამხვდა საშინელი ფაქტი. ომარი ეგდო ძირს სისხლიანი და დარეჯანი იყო ზედ დამხობილი. მაგდა არც თორნიკეს და არც ომარის ცხედართან არ მისულა"- აღნიშნა პაპიძის მეზობელმა.
მოწმე ამბობს, რომ პაპიძის ოთახიდან სისხლის გაწმენდილი კვალი დერეფანში მთელს სიგრძეზე იყო. მისი თქმით, სისხლის ლაქებიც ოთახში კედელზეც იყო.
ტუხაშვილი ლანა პაპიძის რეაქციასაც იხსენებს:
"ლილი, რასაც ვფიქრობ ეგ არისო, მაგდამ დახოცაო?" - კიიო, ლილიმ უთხრა. არ ვაცოცხლებო, ჩემი ხელით დავწვავო თქვა ლანამ" - თქვა მოწმემ.
მასალის გამოყენების პირობები






