სექტემბრიდან თბილისში ავტომობილების ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება
საზოგადოება - 12:46, 16 Jun, 2016     15153

სითი პარკის პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დროით“ განაცხადა.

„ჩვენი წინამორბედების მიერ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი არის ძალიან კაბალური, რომელიც აბსოლუტურად ერთი კომპანიის ინტერესებზეა მორგებული. შესაბამისად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავლებს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტს რჩება და სხვას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ამ ბიზნესში,“– განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მერია ცდილობს, გონივრული ცვლილებები შეიტანოს ამ კონტრაქტში და ამაზე დაიყოლიოს კომპანია. თუმცა ეს რთულია, რადგან, როგორც ნარმანია ამბობს, „როცა მერიას აქვს ხელი მოწერილი და მათი სამართალმემკვიდრე ჩვენ ვართ, ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ სასამართლოში. ამიტომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს.“

დავით ნარმანიას თქმით, სითი პარკს ქალაქში არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ „იყიდეს საღებავი და დადგეს ნიშნები.“ სხვა რაიმე სერიოზული საინვესტიციო ვალდებულება კი არ ჰქონიათ.

„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით სითი პარკს და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500–იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან. ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს: როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ სითი პარკს, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს,“ – განაცხადა ნარმანიამ.


წყარო commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42