"არ ლაპარაკობს, თავის პირადზე არაფერს ამბობს. მის ცხოვრებაში ნაკლებად ვერევი და თავადაც ნაკლებად გვრევს, რამდენადაც მხიარული, პოზიტიურია, იმდენად პირადთან დაკავშირებით კედელი აქვს აღმართული. მის პირადზე ვერაფერს ვიტყვი, ჩემთან გახსნილი არ არის. ანას ვიცნობ, ჩვენთან, ოჯახში იყო. სანამ შეყვარებულები გახდებოდნენ, მანამადე გავიცანი, როგორც მისი მეგობარი. მგონი, ოთო ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, ყოველ შემთხვევაში, ისეთი შვილი გავზარდე, დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ისეთი რძალი მინდა, ჩემი შვილი ძალიან უნდა უყვარდეს. ერთმანეთს უნდა უგებდნენ. ის გოგოც აუცილებლად მიზანდასახული, წარმატებული უნდა იყოს. ორივეს თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, შვილები გაზარდონ და ბედნიერი ოჯახი შექმნან. ვფიქრობ, ოთო როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივა, სწორ არჩევანს გააკეთებს“,-ამბობს ოთო ფოლადაშვილის დედა.
მასალის გამოყენების პირობები






