თვითმხილველთა თქმით, მეზობლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი კი მიიმალა.
ადგილობრივების თქმით, ორივე მათგანი ერთ უბანში ცხოვრობს.
მომხდარი ფაქტი "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის ოთარ ბ. ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა უტარდება.
"შსს-მ ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ოთარ ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივნისს ქალაქ ტყიბულში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული რამაზ ხ. ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)"- განუცხადეს "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები