შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პორექტი 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ამ მიზნით ერთი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართველი ჟურნალისტებისათვის 11 პრესსტური გამართა. პროექტის ფარგლებში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. მომზადდა 50-ზე მეტი სიუჟეტი, მთელი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება იღებდა ინფორმაციას სართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
ჟურნალისტებმა მოინახულეს აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთი, ხევსურეთი, რაჭა და კახეთი. დაათვალიერეს ოკაცესა და მარტვილის კანიონები. წყალტუბოში, საირმესა და ბორჯომში გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ტურისტულ პოტენციალს.
2016 წელს პროექტი გაიცანი საქართველო გაგრძელდება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გურიაში, ზემო აჭარასა და თუშეთში პრესტურებს გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






