აქცია მერიასთან - კომპენსაციების გარეშე დარჩენილი დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
საზოგადოება - 10:49, 14 Jun, 2016     1767
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული წყნეთის ხევის 2 ნომერში მცხოვრები ოჯახების ნაწილი თბილისის მერიასთან შიმშილობას გეგმავს.

მათი ნაწილი გუშინ ნარმანიას უწყებასთან შეიკრიბა და კომპენსაცია მოითხოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ წყალდიდობის დროს საცხოვრებელი სახლები და ქონება დაკარგეს, ხელისუფლებამ კი, დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭა და შესაბამისად, კომპენსაციების გარეშე დატოვა.

მოქალაქეების თქმით, დახმარებების გარეშე ის ოჯახები დარჩნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ დაკანონებული ფართები ან ქირით ცხოვრობდნენ.

მერიისგან კომპენსაციის მიღებას ამ მისამართზე მცხოვრები 22 ოჯახი ბოლო ერთი წელია ითხოვს.

"ის ფართი სადაც მე ვიყავი მიტოვებული იყო, ჩემი სახსრებით ავაშენე, ჩემი სახსრებით ავაშენე თუ კი რამე მქონდა ყველაფერი წყალმა წაიღო, შემდეგ კი მერიიდან ასეთი პასუხი მომწერეს, რომ შენს საკუთრებაში არაფერი არ იყო და და ვერაფრით დაგეხმარებითო. სანამ ოფიციალურ პასუხს არ მივიღებ პირადად მერისგან აქ ვიქნები და მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას"- აღნიშნა თეა კალუჟანმა, რომელიც აქციაზე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ყველა ოჯახს აქვს შეთავაზება სულადობის მიხედვით მიიღოს კონპენსაცია.

"ეს დახმარება ყველა ოჯახამდე მივა"- თქვა კარლო ლაფერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42