ეთიკის საბჭო იმსჯელებს გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ - ნიკა გვარამია
საზოგადოება - 17:14, 13 Jun, 2016     21151

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაბათის კურიერში გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. გვარამია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, გუშინწინდელი შაბათის კურიერის შემდეგ, ბევრმა, მათ შორის, გულშემატკივარმა და ჩვენთვის ანგარიშგასაწევმა ადამიანმა მომმართა გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტის გამო, სადაც ის ეხება ნათია გუჯაბიძის მანტიის გახდის საკითხს. ძირითადად, შენიშვნა ეხებოდა ტექსტის სექსისტურ შინაარსს.

ჩემი პოზიცია მაქვს ამ საკითხზე, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ განვავრცო ეს საკითხი მეტად.

გთხოვთ, მოგვმართოთ რ2ის თვითრეგულირების მექანიზმს (ეთიკის საბჭო), სადაც ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებთ.

მომართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. ჩვენი პრაქტიკით, დაინტერესებული მხარე განიმარტება ფართოდ და მოიცავს ამ შემთხვევაში არა მარტო, მაგალითად, პირადად ქალბატონ გუჯაბიძეს, არამედ ნებისმიერ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე უფლებამოსილია ამ საკითხზე რეაგირება მოითხოვოს“, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ შაბათის კურიერში მსგავის განცხადება გააკეთა: „ცუდია რომ ნიკა გვარამია არ აყვა ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა? არა მგონია მანტიის ქვეშ რაიმე დიდად საინტერესო დაგხვედროდა, მაგრამ მაინც..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42