ურეკის მოსახლეობა ზღვაზე გასასვლელის გარეშე რჩება-მასშტაბური აქცია კურორტზე
საზოგადოება - 18:29, 12 Jun, 2016     14737
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მასშტაბური აქცია ურეკში. ადგილობრივები ზღვაზე გასასვლელი გზის გარეშე დარჩენას აპროტესტებენ.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ კურორტ მაგნენიტში, ტყე-პარტის ტერიტორიაზე უკანონოდ გაყიდული 4 ჰა-ზე მალე მასშტაბური მშენებლობების დაწყება იგეგმება, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს დამსვენებლების მოზიდვის კუთხით შეუქმნის: "ერთადერთი გზაა, რომლითაც ზღვაზე მისასვლელად ვსარგებლობთ. ამ გზის ჩაკეტვა ჩვენთვის ჩავარდნილ ტურისტულ სეზონს ნიშნავს. არც ერთი დამსვენებელი არ დაიქირავებს ბინას, საიდანაც ზღვაზე მოხვედრას ვერ შეძლებს"-აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ ისინი ვერ ისარგებლებენ მთავარი გზით, გაჩეხვა ემუქრება ტყეს, სადაც მათი ინფორმაციით კერძო ინვესტორი სხვადასხვა მშენებლობების დაწყებას გეგმავს: "ამ ტყე-პარკის ტერიტორია 2002 წელს უკანონოდ გადასცეს ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აქ ჩამოყვანილი ჰყავდა ცნობილი ბიზნესმენი ტარიელ ვასაძე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ მის ინტერესშია აქ დაიწყოს სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა".

აქციაზე შეკრებილების თქმით, აღნიშნული ტერიტორია, სადაც წლების წინ რუსთავის აზოტის საკუთრებაში არსებული კოტეჯები იყო, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს უკანონოდ გადასცეს. ამის თაობაზე, როგორც ისინი აცხადებენ, რამდენჯერმე მიმართეს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ მინისტრსაც, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი აქციებს გააგრძელებენ და არც ერთ კერძო პირს გზის ჩაკეტვისა და ტყის გაჩეხვის საშუალებას არ მისცემენ.

აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

თეა იოსლიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42