როგორც იტალიური გამოცემა Aise წერს, ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საღამო იქნება მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ბრწყინვალე საღამო, სიყვარულისა და სოლიდარობისათვის.
"საღამოს სტუმარი იტალიელი კინოვარსკვლავი, სახელგანთქმული მსახიობი და იტალიური სილამაზის ჭეშმარიტის სიმბოლო სოფია ლორენი გახლავთ, რომელიც სწორედ რომ „სიყვარულისათვის“ ჩამოდის, რათა მხარი დაუჭიროს დაავადებულ ბავშვებს, რომელსაც ნინო სურგულაძის ფონდი „ნატვრის ხე“ ეხმარება", - წერს გამოცემა.
თბილისში დაგეგმილ მსოფლიო პრემიერას, სოფია ლორენს, კარლო პონტის და ნინო სურგულაძეს კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემა CHI-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროდან თბილისში ქველმოქმედებისთვის ერთიანებიდან.
გამოცემა CHI იტალიის ყველაზე პოპულარული ჟურნალია, რომელიც ოთხმილიონიანი ტირაჟით გამოიცემა
როგორც ცნობილია, 15 ივნისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიოს კინოვარსკვლავი სოფია ლორენი დაესწრება.
საქველმოქმედო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი დადგამს, ქორეოგრაფიის ავტორი კი ლა სკალაში მოღვაწე ჯანლუკა სკიავორია. პროექტის ავტორები არიან ნინო სურგულაძე და კარლო პონტი, რომელიც სპექტაკლს უდირიჟორებს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.
15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.
ღონისძიების მუდმივი პარტნიორია კომპანია "სოკარი".
მასალის გამოყენების პირობები