ორი "კანონიერი ქურდი", ლაშა ბარათელი (ჭია) და სერგო ცოცხალიშვილი (ზურა კახეტინეცი), რომლებიც სანკტ-პეტერბურგში გამართულმა "ქურდების სხოდკამ" სტატუსგარეშე დატოვა, კვლავ აგრძელებენ მცდელობას, რომ დაიბრუნონ დაკარგული ტიტულები. მიუხედავად "პიტერელთა ძველი გვარდიის" მხარდაჭერისა, მათი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.
როგორც ცნობილი გახდა, 8 ივნისს პეტერბურგში ქურდების მორიგი ,,სხოდკა" გაიმართა, რომელშიც საჩინო გეგეჭკორი, თემურ დათუნაშვილი, გია მამფორია და ლაშა დოღონაძე მონაწილეობდნენ. გეგმა ასეთი იყო. რომ ჭიასა და ზურას საკითხი ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გადაწყვეტილიყო დადებითად და ისინი კვლავ "ქურდებად" ჩაეთვალათ.
მიუხედავად იმისა, რომ "სტაჟიანი ქურდების" ავტორიტეტი ძალიან მაღალია, მათი მცდელობა კვლავ ჩავარდა 26 წლის ნოდო შუკაკიძის პროტესტის გამო, რომელსაც "მთავარმა ოფისმაც" დაუჭირა მხარი. მოსკოვიდან პიტერელებს გააგებინეს, რომ ჭიასა და ზურას საკითხი ასე ერთი ხელის მოსმით და ერთი "სხოდკის" მიერ ვერ გადაწყდება.
მასალის გამოყენების პირობები