„სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც ასე მოსალოდნელი იყო, არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა ის რაც მოხდა, მე ველოდი გაცილებით უარესს, არ დავაკონკრეტებ რას ველოდი რადგან არ მინდა დავეხმარო არც თუ ისე ჭკუაგამართულ იუსტიციის მინისტრს, ის რაც ჩვენ დღეს ვნახეთ შეუნიღბავი კატასტროფა იყო, სამწუთიანი გადაწყვეტილების გამოცხადება, არ უმსჯელია სასამართლოს არაკვალიფიციური მოსამართლის აცილებაზე, ნაზღაიძეს გასდის ე.წ. გამოსაცდელი ვადა ნოემბერში, ვპირდებით მას, რომ არასდროს ის მოსამართლედ აღარ განმწესდება. ჩვენ მივიღეთ ის შედეგი რაც ასე მოსალოდნელი იყო.
არ გადავყვებით ამ გადაწყვეტილებას, ორშაბათიდან დავიწყებთ მოვლენების გაშუქებას იმავე რიტმში ვიდრე ეს სასამართლო დაიწყებოდა. ჩვენ დავიწყებთ სრულფასოვნად წინასაარჩევნო კამპანიის და მთავრობის მოღვაწეობის სრულფასოვნად გაშუქებას. ვმუშაობთ იმავე რეჟიმში როგორც ვმუშაობდით, გვაქვს ჩვენი გეგემები,ველოდებით საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტიელბას, ვწერთ საკასაციო საჩივარს და იმედი გვაქვს რომ უზენაესი სასამართლო ღირსეულად გაუმკლავდება ამ მნიშვნელოვან გამოწვევას.
რაც შეეხება შემოთავაზებებს, მათ შორის ქიბარ ხალვაშის შემოტავაზებებს, თუ რიტორიკას შევიცვლი ხელშეუხებელი ვიქნები, ვპასუხობ მას, მე ვარ ისეთი როგორიც ვარ, ის არის მანქურთი და ცენზორი, მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მას არ მოუწევს არასდროს არავისთან თანამშრომლობას, ის ვერასდროს რუსთავი 2-ის შენობაში ფეხს ვერ შემოადგამს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






