„ჯარიმა გადამახდევინა 70-ლარი და ქვითარში 40 მიუთითა“-კორუფცია და ნეპოტიზმი პირუტყვებსაც შეეხო
ოზურგეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვების მეპატრონეები მათ მასიურ დაჯარიმებებზე ალაპარაკდნენ. "გურიის მოამბეს" სოფელ ოზურგეთიდან რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე დაკავებული და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი პირუტყვების სანაცვლოდ, გაცილებით დიდ თანხებს იხდიან, ვიდრე ეს წესითაა დადგენილი, გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა გაცილებით დიდია, ვიდრე ქვითარში ოფიციალურად მითითებული. აქვთ ეჭვიც, რომ საქონელის მირეკვა ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალურად ხდება, რომ შემდეგ მათი საჯარიმოზე გადაყვანა მოხდეს. პრეტენზიებს გამოთქვამენ, იმაზეც, რომ პირუტყვებს, რომლის მოვლა-პატრონობა და კვება ევალებათ დამჯარიმებლებს, არა თუ აჭმევენ, არამედ წყალსაც არ ასმევენ, ჯარიმის ამოღების მიზნით კი, მეპატრონეებს ემალებიან და პირუტყვს მთელი ღამით ტოვებენ სადგომზე:
"საღამოს ძროხა არ მოვიდა სახლში, დავუწყე ძებნა, გავიგე რომ დაჯარიმებული იყო, მივედი საჯარიმოზე, ადგილზე არავინ დამხვდა, მერე ტელეფონის ნომერი მოვიპოვე, რომ ძროხის ამბავი გამეგო. 70 ლარი გადავიხადე და წამოვიყვანე ჩემი ორი ძროხა, სახლში მოსულმა დავხედე ქვითარს და გადასახდელი თანხა 20 ლარი აწერია. ჩემი თვალით დანახული არ არის, მაგრამ ამ პრობლემით ბევრია შეწუხებული. ჩემს მეზობელს 100 ლარი გადაახდევინეს. სიმართლე რომ გითხრათ დარწმუნებული ვიყავი ვერაფერს გავხდებოდი, 100 ლარს მახდევინებდნენ და მერე დიდი ნაცნობობის და ვიღაცის და ვიღაცის ხათრით 70 ლარამდე ჩამომიწიეს გადასახადი. ეს ძროხების სადგომი ძველ საავადმყოფოსთან "ატეკაა" და იქაა. გარდა ამისა, ცუდ პირობებში ჰყავთ საქონელი, არის პატარა, მოუწესრგებელი სადგომი, სადაც არც წყალს ასმევენ და არც აჭმევენ. ერთსაც გეტყვით, რომ ჩემი ძროხა ქალაქის შუაგულში არასდროს გასულა, სოფლის საძოვარზე იყო სულ. ესეც გავიგონე, ვიღაცამ თქვა, რომ სადაც ჩვენი საბალახოა, იქედან მიდენიდნენ, რომ შემდეგ ჯარიმები ამოეღოთო, თუმცა ეს პირადად არ მინახავს." -აცხადებს ნაირა სვანიძე. იგივე პრობლემაზე საუბრობს მერი გოგრიჭიანიც, რომელიც აცხადებს, რომ მას ჯარიმის გადახდა ბოლო კვირის განმავლობაში უკვე ორჯერ მოუხდა, გამოწერილი 120 ლარის სანაცვლოდ, 70 ლარი გადაახდევინეს, ქვითარში კი 40 მიუთითეს: „გუშინ წინ დაიჭირეს ჩემი ძროხა, რომ მივედით დაწერილი იყო ჯარიმა 70 ლარი, მე ვუთხარი გაუბედურებული დედა ვარ, გარდა ამისა ბავშვი მყავს ავად, საიდან მოვიტანო ამდენი ფული, პენსია 5 თვის წინასწარ გამოტანილი მაქვს -მეთქი. ორი დღის შემდეგ ისევ დაიჭირეს ჩემი ძროხა და 120 ლარი გამომიწერეს ჯარიმა. გარდა ამისა, ჩემი ნათლულს დაუჭირეს ძროხა და 120 ლარი მოსთხოვეს. ძროხა არ უნდა გავუშვათ საერთოდ, თუ ვერ გავიგეთ რა ვქნათ. არ გატყუებთ შვილო, ჯარიმას გვიწერდნენ 120 ლარიანს, შემდეგ 70 ლარზე ჩამოვიდნენ და ქვითარი მომცა 40 ლარიანი. ამას ჩვენ როგორ გადავიხდით, მითხარით ერთი. ვიღაცამ მითხრა, რომ ბათუმის ქუჩიდან შემოდის ერთი კაცი ველოსიპედით და მიდენიან ძროხებს სადგომზეო. სირცხვილი არ არის ახლა მაგი? გუშინ მივაკითხე, ვიძახე, კარი არავინ არ გაგვიღო, მერე დავუკავშირდით ერთ ადამიანს, რომელმაც ტელეფონის ნომერი მოგვცა, ძვლივს ვიპოვეთ , ორი ძროხა ჰყავდათ დაჭერილი, გამოგვიწერეს ჯარიმა და გამოგვიშვეს,- აცხადებს მერი გოგრიჭიანი.
მოსახლეობის კონკრეტული ნაწილის პრეტენზიებს თავის მხრივ, აბსურდულს უწოდებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი გოგი მაღლაფერიძე და ამტკიცებს, რომ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვი სანამ პატრონი მოაკითხავს, საკვებით უზრუნველყოფილია. "50 ლარს იხდიან ჯარიმის საფასურს, დანარჩენ თანხას, ანუ დამატებით 20 ლარს იხდიან სადგომის ფულს. გამოდის, ერთ ძროხაზე 10 ლარია გადასახდელი. სახლში 20 ლარიანი ქვითარი მარტო იმიტომ გავატანეთ, რომ 50 ლარიანს ამ 20 ლარის გადახდის შემდეგ გაგატანთ- მეთქი, ასე ვუთხარი. მაგათ წესით უნდა გადაეხადათ 120 ლარი, მაგენი ყოფილან ტუტუცები და გათახსირებულები, შემეცოდნენ, ავთო მექვაბიშვილის დეიდა ვარო არ გადავახდევინებ დიდ თანხას თქო, დაიწყო ტირილი შვილმკვდარი დედა ვარო, შემეცოდა და მარტო ერთ პიროვნებაზე ამოიწერა ჯარიმა და არა ორზე. სანაპიროსთან, გმითა მოედანზე დღის განმავლობაში 50-მდე ძროხა არის ხოლმე, ჩვენ მაგათ პატრონებს ყველას ნამდვილად არ ვაჯარიმებთ, აღნიშნული ოჯახის საქონელი კი გამგეობის წინ იყვნენ, ამის თვითმხილველებიც არსებობენ და ამიტომაც ავიყვანეთ. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აწვიმს საქონელს, ვაჭმევთ, ვედრო გვაქვს და წყალს ვალევინებთ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ? გამწარებულები არიან თურმე, 50 ლარის შეღავათი რომ გავუკეთე და პატივი ვეცი, მეტი მეკუთვნის მაგათგან. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ადამიანური ფაქტორები გავითვალისწინოთ და მეპატრონეს შეღავათები გავუწიოთ"-განაცხადა მაღლაფერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა