„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საზოგადოებას თვეში რამდენჯერმე საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს
საზოგადოება - 12:26, 10 Jun, 2016     1977
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

10 ივნისიდან კომპანიამ პროექტი „ანგარიში თბილისს“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეგულარულად, თვეში რამდენჯერმე, კომპანიის მენეჯმენტი თბილისის მაცხოვრებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. კომპანიის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები GWP-ს გეგმების, პროექტების და ყველა იმ აქტუალური საკითხის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას აინტერესებდეს.

პროექტი „ანგარიში თბილისს“ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ეკა ბერიძემ წარუდგინა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვრცლად ისაუბრა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმების შესახებ. კერძოდ, 2016 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელის 100 კილომეტრზე მეტს განაახლებს. სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია თბილისის ყველა უბანში, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას.

ქალაქის მთავარი დისპეჩერის, თემურ ჯანელიძის განცხადებით, კომპანია აქტიურად ახორციელებს ე.წ. ურდულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქალაქის მასშტაბით 6 000 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდება ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის არეალი.

კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი კონცეფციის, ბიზნესცენტრების მოდელზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც თბილისი წყალმომარაგების ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაზე პასუხისმგებლობას კონკრეტული ბიზნესცენტრი აიღებს, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას უკეთ მართოს საკუთარი ინფრასტრუქტურა და რაციონალურად დაგეგმოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პრესკონფერენციის დასასრულს ჟურნალისტებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განახლებული სადისპეჩერო სამსახური და კომპანიის ცხელი ხაზი დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42