მომავალი წლიდან საშუალო სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება
საზოგადოება - 18:02, 09 Jun, 2016     30506

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებსა და პრიორიტეტებზე მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ ვრცლად ისაუბრეს.

ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზისო დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ რა, როდის, და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. დოკუმენტი პერიოდულ განახლებას მოითხოვს, ვინაიდან მასში უნდა აისახოს, როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები. განათლების რეფორმების დაწყებიდან დღემდე უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შემუშავდა, მისი დანერგვა დაწყებითი საფეხურით (I-VI კლასები) დაიწყება და მოქმედების ვადა 2017 -2023 წლებით განისაზღვრება.

განათლების უწყების ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას წინ უძღოდა მრავალმხრივი წინამოსამზადებელი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი დაწყებით საფეხურზე; სახელმძღვანელოების ხარვეზების შესწავლა; სკოლებიდან, სხვადასხვა ორგანიზაციიდან შემოსული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ანალიზი; სკოლების საგნობრივ კათედრებთან შეხვედრების ანალიზი; საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა (7 განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმების შესწავლა და შედარება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან); დეპარტამენტის ექსპერტებისა და პროცესში ჩართული მოქმედი პედაგოგების პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება; სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ანალიზი.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპია მოსწავლეზე და სასწავლო შედეგზე ორიენტირებულობა. სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში დგას კონკრეტული მოსწავლე თავისი ინდივიდუალური საჭიროებებით და მთელი სასწავლო სისტემა მასზეა ორიენტირებული.

განათლების სამინისტროს განცხადებით გატარებული ცვლილებების მთავარი მიზანი არის იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნის განხორციელების ხელშესაწყობად შემდეგი არსებითი ცვლილებები განხორციელდა:

განათლების მეცნიერებაში დაგროვებული ცოდნის გათვალისწინებით განისაზღვრა ის ძირეული პრინციპები, რომლებიც უკეთესად სწავლისა და სწავლების საშუალებას იძლევა. ამ პრინციპების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და გამთლიანდეს ზოგადი განათლების სისტემა, ამ პრინციპების განხორციელებისაკენ უნდა წარიმართოს სისტემის თითოეული რგოლი, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს საკლასო ოთახებში მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.

ყოველწლიური სტანდარტების ნაცვლად შემუშავდა საფეხურებრივი სტანდარტები, რაც მასწავლებლებს მეტ საშუალებას მისცემს ცალკეული მოსწავლის განვითარების ტემპს მოარგოს საგანმანათლებლო პროცესი, გაითვალისწინოს ცალკეული მათგანის ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლები, სწავლის სტილი, პირადი გამოცდილები და აკადემიური საჭიროებები.

ახალი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განისაზღვრა ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მისია და მიზნები, რომლებშიც დაწყებით საფეხურზე, სხვა უნარებთან ერთად, ხაზგასმულია საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების - განვითარებაზე მუშაობა. საბაზო საფეხურზე ხაზგასმულია საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, ხოლო საშუალო საფეხურზე - საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით, სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42