თანამედროვე ტექნოლოგიების როლი საჯარო სამსახურში
საზოგადოება - 16:11, 09 Jun, 2016     1937
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამებისადმი ინტერესი თანაბრად საჭირო და აუცილებელია საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულთათვის. უაღრესად მნიშვნელოვანია საქმისწარმოებისას თანამედროვე ტექნოლოგიების, საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

შესაბამისად, სხვადასხვა სასწავლო ცენტრები, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს არაერთ პროდუქტს სთავაზობენ. თუმცა, ეს მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. განსაკუთრებით კი, რეგიონებში მცხოვრები საჯარო მოსამსახურეებისთვის.

კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა ერთ-ერთია იმ დარგობრივი კურსებიდან, რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მოსამსახურეებს სთავაზობს, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით.

შედეგად, რეგიონებში კვალიფიციურმა და მომზადებულმა კადრებმა უნდა უზრუნველყონ მოქალაქეთა ხარისხიანი და დროული მომსახურება.

ამ მიზნით, გასული წლის შემოდგომაზე სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტს და გამგეობის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ისაუბრეს საჯარო მოხელეთათვის კომპიუტერული საბაზისო კურსების შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეეძლოთ სკოლის ადმინისტრაციასთან დაკავშირება და მსმენელად დარეგისტრირება.

მსმენელთა აქტიური ინტერესი ხაზს უსვამს სკოლის სასწავლო პროგრამების წარმატებულობას და ყოფილი მსმენელებიც საჯარო სექტორიდან თავიანთ კოლეგა-თანამშრომლებს ხშირად ურჩევენ, მიმართონ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას - სასწავლო კურსების გავლის მიზნით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში - მირზა ჟორჟოლიანი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ყოფილი მსმენელია. მირზა აღნიშნავს, რომ ,,სასწავლო პროცესი სკოლაში - საინტერესო, შემეცნებითი და დინამიკური იყო.


ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ ჩვენი ტრენერი ცდილობდა საკითხების საფუძვლიანად ახსნას და ჩვენთვის სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებას; თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, პრაქტიკული სავარჯიშოებით ვამოწმებდით ჩვენ ცოდნას. წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდა. აღნიშნული კურსის დასრულება და შეფასება მაძლევს საშუალებას ყველას გირჩიოთ, გახდეთ სკოლის მსმენელი. ეს შესაძლებლობა კი, გამოიყენოთ თქვენი მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით. რომელიც, ცოდნის მიღებასთან ერთად, დაგეხმარებათ, პროფესიული უნარების გაძლიერებაში,’’ - აცხადებს მირზა ჟორჟოლიანი, სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.
სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42