„რატომ ვარ მარტო?“ - რა ხდება ნანკა კალატოზიშვილის პირად ცხოვრებაში და რას ფიქრობს კედოზე
საზოგადოება - 13:44, 09 Jun, 2016     14286
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი გარკვეული პერიოდი საზოგადოებაში აქტიურად არ ჩნდებოდა და ოჯახური ცხოვრებით იყო დაკავებული. მოგვიანებით გავრცელდა ხმა, რომ ის მეუღლეს, კალათბურთელ ირაკლი კეიდიას დაშორდა და წყვილმა ცალ-ცალკე ამჯობინა ცხოვრება. ნანკას და ირაკლის ჰყავთ საერთო შვილი - დანიელი. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ნანკამ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.


ნანკა კალატოზიშვილი:
ზუსტად იმ ასაკში გავხდი დედა, რა ასაკშიც მინდოდა შვილი. როცა მორალურად და ფსიქოლოგიურად ამისთვის ხარ მზად, მაშინ უნდა გააჩინო. 34 წლის ვიყავი, როცა დანი დაიბადა და ვთვლი, რომ იდეალური ასაკია დედობისთვის.

- რთულია მარტოხელა დედობა?
- აუ, "მარტოხელა დედა" საშინელი სიტყვებია! სასოწარკვეთილებაა! რატომ ვარ მარტო? მე და კედო დღემდე ვმეგობრობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- სერიალ "ქერჩში" ითამაშა ირაკლი კეიდიამ. როგორც მსახიობმა, როგორ შეაფასეთ?

- კედოს ისე უყვარს კინო და ისე სიამოვნებდა, რასაც აკეთებდა, რომ მიხაროდა. მთელი გულით იყო გადასაღებ მოედანზე. ახლაც გამომართვეს მისი ნომერი, რაღაცაში კიდევ უნდათ მისი გადაღება. მე მგონი, გადმოვიდა აქეთა მხარეს. გადაღებებზე ჩვეულებრივად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. სიტყვა "ყოფილი" ძალიან არ მომწონს. ჩვენ ვართ ყველაზე ახლო ნათესავები ერთმანეთისთვის და მთელი ცხოვრება ვიქნებით. ჩვენ უკვე სისხლით ნათესავები ვართ. დანი გვყავს საერთო.

- მტკივნეული არ იქნება, თუ გაიგებთ, რომ მან ცხოვრების ახალი თანამგზავრი იპოვა?
- არა, პირიქით, რაც უფრო კარგი პარტნიორი ეყოლება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. ყველაფერ კარგს ვუსურვებ. წარსულით არასდროს ვცხოვრობ: წარსული არის გამოცდილება, ოდნავი ინტელექტი თუ გაქვს, ცივილური ურთიერთობა უნდა გქონდეს შვილის მამასთან, ურთიერთობის წყენით გაგრძელება არ შეიძლება. კედო კარგი მამაა. დანი გიჟდება კედოსთან დროის გატარებაზე.


წყარო: ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42