საქართველოს პრემიერ –მინისტრის მხარდაჭერით ქართველთა საუკუნის ტრილოგია ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო“ გამოიცემა
საზოგადოება - 12:50, 09 Jun, 2016     2227

ქართველთა სა­უ­კუ­ნის საუკუნის ტრილოგია - ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო“ გამოიცემა. ტრილოგიის კულტურულ-ისტორიული ღირებულების შესახებ ,,ნიუპოსტს“ პროექტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნესტან (ელისაბედ) კირთაძე ესაუბა.

,,სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შეწ­ყო­ბი­თა და პარ­ტნი­ო­რო­ბით, დასრულდა ქართველთა სა­უ­კუ­ნის ტრი­ლო­გია - ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო’’. სა­ქარ­თვე­ლოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერით და საქართველოს მთავ­რო­ბის გადაწყვეტილებით უახლოეს ხანებში გამოიცემა ტრილოგიის მე–3 ტომი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ეროვ­ნულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 25-ე წლის­თავ­ს ეძ­ღვნე­ბა.

საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეების ეს აკადემიური რარიტეტული გა­მო­­ცემა მომზადდა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შეწ­ყო­ბი­თა და პარ­ტნი­ო­რო­ბით.

ქართველი და საერთაშორისო საზოგადოება უახლოეს დროში მიიღებს ქართველთა საუკუნის წიგნს, რომელიც თანამედროვეთ და მომავალ თა­ო­ბებს აცნობს კულ­ტუ­რა­თა და რე­ლი­გი­ა­თა გზაჯვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის_ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ანალებს, მის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას; თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ძირ­კველ­ში და­ტა­ნე­ბულ მა­რა­დი­ულ და წა­რუ­ვალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს;

პირ­და­პირ ეხ­მი­ა­ნე­ბა და ტე­ვა­დი ფორ­მი­თა და ში­ნა­არ­სით გა­მო­ხა­ტავს მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვ­ლე­ნის – ეროვ­ნულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნის ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ში­ნა­არსს; საქართველოს განსაცდელებისა და გამარჯვებების ისტორიას; საქართველოს ისტორიულ გზას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ.

ტრი­ლო­გია უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბით, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სხვა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნი­მუ­შე­ბით, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბით არის გამ­შვე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­გან­გე­ბოდ საუკუნის ამ წიგ­ნს გადაეცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, საქართველოს და მსოფლიოს სხვა­დას­ხვა მუ­ზუ­მე­ბის გან­ძთსა­ცა­ვე­ბი­დან, არ­ქი­ვე­ბი­დან, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან და ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი­დან და მათ პირ­ვე­ლად იხი­ლავს ქარ­თვე­ლი და უც­ხო­ე­ლი მკით­ხვე­ლი.

შეგახსენებთ, რომ აკადემიურ პროექტზე _ქართველთა საუკუნის ტრილოგია ,, ნათელი ქრისტესი. საქართველო’’_მუშაობა დაიწყო 2000 წელს. ტრილოგიის პირველი ტომი გამოიცა 2003 წელს, მორე–2006 წელს.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II დი­დი ხნის მან­ძილ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და იდე­ას და ეწე­ო­და კონ­სულ­ტა­ცი­ებს, რა­თა შექ­მნი­ლი­ყო მო­ნუ­მენ­ტუ­რი წიგ­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის უძ­ვე­ლე­სი ქვეყ­ნის – სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ;

სწორედ პატრიარქის ამ იდეამ ერ­თდრო­უ­ლად და ერთ პრო­ექ­ტში გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი .

ასე, 16 წლის მანძილზე იქმნებოდა ქარ­თველ­თა სა­უ­კუ­ნის ტრი­ლო­გია –“ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი. სა­ქარ­თვე­ლო”, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლი, რომლის უკვე გამოცემული ტომები, უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ღირ­სე­უ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს UNESCO -ს ეგი­დით გა­მარ­თულ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე და პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე (პა­რი­ზი, ნიუ-იორ­კი, მოს­კო­ვი, ტო­კიო);

უკ­ვე წლე­ბია, კულ­ტუ­რის მსოფ­ლი­ო დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებ­სა და მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ყო­ბილ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში ქარ­თველ­თა სა­უ­კუ­ნის წიგ­ნი ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას და ყველ­გან გულ­წრფელ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს;

UNESCO -ს გენერალური დირექტორი სპეციალური წერილით გამოეხმურა ტრილოგიას და პარიზში UNESCO -ს შტაბ–ბინაში საგანგებო ადგილი მიუჩინა მას.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II -მ სა­უ­კუ­ნის წიგ­ნი თა­ვად ააბ­რძა­ნა ათო­ნის წმინ­და მთა­ზე; წარ­გზავ­ნა სი­ნა­ზე – წმ. ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტრის უძ­ვე­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში; გა­დას­ცა მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და მუ­ზე­უ­მებს; პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა და მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ტრი­ლო­გი­ის უკ­ვე გა­მო­ცე­მუ­ლი ტო­მე­ბი თა­ვად გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად კო­ლუმ­ბი­ის, სორ­ბო­ნის, მოს­კო­ვის, ოდე­სის, ათე­ნის და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და ამ­ჟა­მად ,,ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი. სა­ქარ­თვე­ლო” მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის რა­რი­ტე­ტუ­ლ კო­ლექ­ცი­ებ­ში გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს.

ტრი­ლო­გი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო –“ოქ­როს პერ­გა­მენ­ტი”;

ქართველთა სა­უ­კუ­ნის წიგნის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, აშშ-ის, ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­თა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის, ისრაელის პრე­ზი­დენ­ტე­ბი და პოლიტიკური ლიდერები, ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი, მსოფლიოს პირველი დიპლომატები რო­მის პა­პი, მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქი და მსოფ­ლი­ოს სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბი; სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი და უც­ხო­ე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, წიგ­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

დას­რულ­და და ახალ სვლას იწ­ყებს ქარ­თველ­თა სა­უ­კუ­ნის ტრი­ლო­გია – ,,ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი. სა­ქარ­თვე­ლო”, რო­მელ­საც მრა­ვალ­მხრი­ვი, შორ­სმი­მა­ვა­ლი და მას­შტა­ბუ­რი მიზ­ნე­ბი აქვს; უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი, მიზ­ნად ისა­ხავს – ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მრავალსაუკუნოვანი ის­ტო­რი­ის, სუ­ლი­ე­რე­ბის, უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მანიფესტაციას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში“ - განაცხადა პროფესორმა ნესტან კირთაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42