წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა
საზოგადოება - 20:10, 08 Jun, 2016     1590

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა წეროვნის რეაბილიტაციის ცენტრს საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელი მიენიჭა. რეაბილიტაციის ცენტრში მემორიალური დაფა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვახსოვდეს ის ხალხი, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეიტანა საქართველოს ისტორიაში. ასეთი გამორჩეული ადამიანი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, მარიამ (მარო) მაყაშვილი. უკეთეს სახელს ჩვენ ვერ მოვუძებნიდით ამ სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობენ. ეს ცენტრი გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. აქ დაისვენებენ სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ცენტრი ასოცირებული იქნება, სწორედ, იმ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი თავი გადადო სამშობლოს სამსახურისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ისტორიული გმირების სახელის უკვდავყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„არიან ადამიანები, რომლებმაც ელვასავით გაიარეს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და დატოვეს წარუშლელი კვალი. ერთ-ერთი ასეთი იყო მარო მაყაშვილი, ის განასახიერებდა ვაჟკაცობას, გმირობას, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს და ერთგულებას. ჩვენი ხსოვნა არ არის მათთვის გაკეთებული რევერანსი, ეს ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ, სამხედროებს თუ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ვიცოდეთ თუ საიდან მოვდივართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსი დღეს იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ, რომლებიც რეაბილიტაციას, სწორედ, წეროვანში გადიან.

წეროვანში გამართულ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, აკია ბარბაქაძე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბილიანა მილოშევიჩი, მარო მაყაშვილის დის შვილი ელიზბარ ერისთავი, ნოე რამიშვილის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მარო მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარებთან წარმოებული ბრძოლების დროს დაიღუპა.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42