2030.news - ის ინფორმაცით წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. გამოცემის ინფორმაციით, ქობულიასთან ერთად დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც შემთხვევის დროს პოლიციის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქობულიამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ერთმანეთს ესროლეს.
"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროში ამ წუთებში ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის დღევანდელ მიმართვაში რევაზ ქობულიაზეცაა საბარი.
"საქართველოს ისტორაიში გახდით პირველი ხელისუფლება, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მოქალაქე დვალიშვილის წამებაში დადანაშაულებული რევაზ ქობულია, რომელმაც ნაწამებ რევაზ დვალიშვილს იატაკზე დასხმული კოკა-კოლა ენით აალოკინა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, დანიშნეთ წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად. თქვენ, რუსთავი 2 -ს ებრძვით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფაქტები გაასაჯაროვა. ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც კრიტიკული კითხვები დაგისვათ, ჭკუა დაარიგეთ ნუ ბაძავენ რუსთავი 2-ს, საერთოდ, თქვენს საქციელზე კომენტარი ზედმეტია"- წერს ხატიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები