ხვალ 9 ივნისს, 16.00 საათზე, თსუ-ის პირველ კორპუსში, აუდიტორია #06 გაიმართება წიგნის „საჯარო მმართველობის სამართლებრივი საფუძვლები“ პრეზენტაცია:
წიგნი მომზადებულია თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის (IAS) მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. იგი მოიცავს საჯარო მმართველობის პრაქტიკულად ყველა სეგმენტის სამართლებრივ ასპექტებს.
სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია საჯარო მოხელეებისთვის და ემსახურება საჯარო სამსახურებში ერთგვაროვანი და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
პრეზენტაცია ორგანიზებულია თსუ-ის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ. წიგნის პრეზენტაციას გააკეთებენ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კარლ-პეტერ ზომერმანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა სამინისტროების, თბილისის მერისა და საკრებულოს, საჯარო სამსახურის ბიუროს, გერმანიის საელჩოს, GIZ- სამართლის პროექტის, თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები.
მასალის გამოყენების პირობები






