NGO- ები ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტის ჩატარებაში ხელის შეშლას კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ
საზოგადოება - 12:44, 08 Jun, 2016     2177
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, 8 ივნისს, ახალციხეში, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის“ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტის ჩატარებაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშკარა ხელის შეშლასთან დაკავშირებით. კონცერტი ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მერიამ კამპანია „დაიცავი თავისუფლებას“ წერილობით უარი უთხრა ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე და მისი გამართვის შემთხვევაში, შეკრება წინასწარ უკანონოდ გამოაცხადა.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელების შეზღუდვის მცდელობა.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ხელისუფლებისადმი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს,როცა შეკრება ან მანიფესტაცია იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას,ხოლო “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”საქართველოს კანონი აკონკრეტებს კონსტიტუციურ დებულებას და გაფრთხილების ვალდებულებას მხოლოდ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას შეკრების გამართვის შემთხვევაში ითვალისწინებს. სხვა ადგილებში შეკრება-მანიფესტაციის გამართვას სახელმწიფოს მხრიდან არათუ თანხმობა არ სჭირდება,არამედ,მხარეს ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებაც კი არ გააჩნია.

იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის გამართვა დაგეგმილია ქალაქის ხალხმრავალ ადგილას - პარკში, უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ღონისძიება პრობლემას შეუქმნის რომელიმე დაწესებულებას, მათ შორის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამავდროულად, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუცია მსგავს ვითარებაშიც იცავს შეკრების თავისუფლებას და მოცემული არგუმენტით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა სცდება ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ ფარგლებს.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიხედვით, არც ერთი ადგილობრივი თუ ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ნებართვა არ არის საჭირო შეკრების/მანიფესტაციის ჩასატარებლად. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის #2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, ნებართვისაგან უნდა გაიმიჯნოს წინასწარი გაფრთხილება, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს და არ გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას, ნება დართოს ან არ დართოს შეკრების/მანიფესტაციის გამართვას. აღნიშნულ საკითხებზე რაიმე სახის სანებართვო სისტემის დაწესებას საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიების უკანონოდ გამოცხადება ცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ თავისუფლებას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები შეკრების უფლების სარგებლობისთვის და დაიცვას თითოეული დამსწრე პირის შეკრების კონსტიტუციური უფლება.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი - MDF

თავისუფლების ინსტიტუტი - Liberty Institute

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო

ლგბტ საქართველო -LGBT Georgia





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42