ორგანიზაციული მმართველობის მნიშვნელობა საჯარო სექტორში
საზოგადოება - 12:31, 08 Jun, 2016     1733
ორგანიზაციული მმართველობა წარმოადგენს იმ სფეროს, რომლის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა რგოლის მენეჯერისთვის. აღნიშნული მოიცავს არაერთ, ურთიერთდაკავშირებულ საკითხს, რაზედაც დამოკიდებულია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობა და წარმატება. მენეჯერი და მისი გუნდი, მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებით, უზრუნველყოფენ კარგ მმართველობას და მუდმივად ისწრაფვიან დასახული მიზნების განხორციელებისკენ.

ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მმართველობის ფორმები და მიდგომა განსხვავებულია. ამდენად, კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ მენეჯერებს მოეთხოვებათ სფეროს შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ფლობა. საჯარო ორგანიზაციების მართვა დაკავშირებულია როგორც ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლებსა და მუნიციპალური მომსახურების გაწევასთან, ასევე, მმართველობის ძირითად პრინციპებთან.

ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებისა და კარგი მმართველობის პრაქტიკული მაგალითების ზედმიწევნით ფლობა საშუალებას აძლევს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს, წარმატებით შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და საჯარო მმართველობა განახორციელონ რეგიონებში.

მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურში მყოფ საშუალო რგოლის მენეჯერებს შორის გადამზადებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების აუცილებლობა კვლავ არსებობს. სწავლებისადმი აღნიშნულ მოთხოვნასა და მზარდ ინტერესს პასუხობს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელმაც დაინტერესებული პირებისთვის სპეციალურად შეიმუშავა დარგობრივი კურსი ,,საჯარო ორგანიზაციების მართვა“.

როგორც აღნიშნული სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი კურსდამთავრებული და, ამავდროულად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი - რუბენ პალიანი აღნიშნავს: ,,სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ნათელი წარმოდგენა შემექმნა სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების შესახებ, უკეთ გავეცანი საჯარო მმართველობის არსს, ეფექტური მმართველობის საფუძვლებს და თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებს, რაც ძალიან მეხმარება ყოველდღიურ საქმიან ურთიერთობაში.’’

საჯარო ორგანიზაციების მართვის შესახებ სასწავლო პროგრამა მესამე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მისი კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა 170 მსმენელს აერთიანებს.

სასწავლო კურსის დროს ისწავლება მმართველობის თანამედროვე მიდგომა და ის პრაქტიკული საკითხები, რომლებსაც მენეჯერები ხშირად წყვეტენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიან ურთიერთობაში. ამასთან, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ მენეჯმენტის საუკეთესო მაგალითებს, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზას, რაც კურსს უფრო მეტად შემეცნებითსა და საინტერესოს ხდის.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კვლავ აგრძელებს მსმენელთა ინტერესის გათვალისწინებას და მომავალშიც გეგმავს დარგობრივი სასწავლო პროგრამის ,,საჯარო ორგანიზაციების მართვის“ განხორციელებას, რაც ემსახურება საჯარო სექტორში მენეჯერების ახალი ნაკადის გადამზადებას, უკეთესი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42