„ასეთი დიდი და ძვირად ღირებული სახლის ყიდვას, ნამდვილად ვერ შევძლებდი“-გია ჯაჯანიძეს სამ სართულიანი სახლი აჩუქეს
საზოგადოება - 10:04, 07 Jun, 2016     19935
„სხვა რაკუსრსის“ უცვლელი წამყვანი, გია ჯაჯანიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. საოცნებო, სამსართულიანი სახლი მტკვრის პირას მეგობრის საჩუქარია. რა თქმა უნდა, ამ საჩუქრით გია ძალიან გახარებულია და საკუთარ ემოციებს ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას გამოხატავს:

„ასეთი დიდი და ძვირად ღირებული სახლის ყიდვას, ნამდვილად ვერ შევძლებდი. მაგრამ, ერთ დღეს, მეგობარმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესი აქვს და იცოდა ჩემი ოცნების შესახებ, მითხრა, რომ ჩემთვის სახლის ყიდვას აპირებდა და სახლი მომეძებნა.
ოთხი თვის განმავლობაში გამალებული ვეძებდი სახლს. დღეში სამ სახლს მაინც ვნახულობდი. მოვიარე თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ოქროყანა, წყნეთი... ეზო მაქვს დასამთავრებელი და პირველ სართულზეა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები. აქ იქნება აზიური ოთახი, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს ჩემთვის. მეორე სართულზე - სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ჰოლია; მესამე სართულზე კი - სამი საძინებელი და კაბინეტი. ფართი არ მკითხოთ, რამდენია. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი... ამ სახლს უკეთდება ლიფტი, რომლითაც შესაძლებელია ასვლა სახლის სახურავზე, სადაც იდეაში, აუზი უნდა იყოს. თუმცა, მას ფუნქციას შევუცვლი და ბაღს გავაკეთებ. რომ წარმოვიდგენ, მძინავს სახლში,

რომელსაც სუხრავზე წყლით სავსე "ბასეინი" აქვს, შიშით გული გამისკდება. ეზოში "ბასეინი" არაა და არც ვდარდობ. რად მინდა "ბასეინი", აგერ მტკვრის პირას ვარ დაბანაკებული, თუმცა, ჭყუმპალაობის დიდი მოყვარული არ ვარ. "ბასეინი" მიყვარს სხვის ეზოში. სამაგიეროდ, ნახეთ რა კაკლის ხე მაქვს, როგორ ასხია და როგორი ბოსტანია. სამი კვირაა, არც მწვანილი გვიყიდია და არც ბოსტნეული. დედაჩემმა გული იჯერა, ყველაფერი დარგო და დათესა, რისი დარგვაც შეიძლებოდა. ამ ბოსტნით დედაჩემი ისეთი ბედნიერია, მე ეს მაბედნიერებს. ჩემს ეზოში იქნება ბევრი ყვავილი, ვარდები და კიდევ ძალიან მინდა, ეზოში დადიოდეს სირაქლემა"- ამბობს გია ჯაჯანიძე.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42