ბროტმაისტერი - ცხობის ავსტრიელი ოსტატი თბილისშია!
საზოგადოება - 19:20, 06 Jun, 2016     1736
2016 წლის 7 ივნისს, 19:00 საათზე, ახალი ქართული ბრენდი „ბროტმაისტერი“ თბილისში პირველ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიასა და თანამედროვე ავსტრიულ საცხობ - კაფეტერიას ხსნის.

2 ივნისს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უახლესი ევროპული საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო უკვე გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.

პირველი მაღაზიის გახსნას მალევე მოყვება სპეციალიზირებული პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბანში, ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა წლის ბოლომდე. ეს იქნება მაღაზიათა ერთადერთი ქსელი, რომელიც იზრუნებს ნამდვილი პურის კულტურის დამკვიდრებაზე.

აღსანიშნია, რომ ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ დაფუძნებულია ავსტრიული ცხობის ტექნოლოგიასა და მასალებზე. ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ, ხოლო ბრენდინგის პროექტი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - მა განახორციელა.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი, ნამდვილი პურია და ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით მუდმივად ვიზრუნებთ, რომ მომხმარებლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი ნამდვილი პური შევქმნათ.“ - აცხადებს საწარმოს გენერალური მენეჯერი დავით შანიძე.

პირველ ფილიალში, თაქთაქიშვილის ქ. 7-9-ში, მომხმარებელს პურთან ერთად ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება. ეს იქნება კაფე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა საშუალება მისცეს მომხმარებლებს გასინჯონ „ბროტმაისტერის“ პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მათ მომავალში გაუადვილდეთ საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში.

მისამართი: ქ. თბილისი, თაქთაქიშვილის 7/9

19:00 საათი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42