ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს
საზოგადოება - 13:12, 05 Jun, 2016     1778

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინისმე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.

,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო. წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობისზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.

4 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ და ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები დააჯილდოვეს. კონკურსის ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.

,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.

გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.

ღვინისმე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award გამარჯვებული (სპეციალური ოქრო (ტროფი) და ოქრო) ღვინოებია:

წლის საუკეთესო ღვინო - ქვევრის საფერავი რჩეული 2013 ( კომპანია ,,საწნახელი“)

· სპეციალური ჯილდო - ,,ოქროს ტროფი“

1. მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2. ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

3. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

4. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,ბაბანეურის მარანი“)

5. ოკალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

6. მუკუზანი გეორგიკა - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

7. ქვევრის საფერავი რჩეული 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

8. ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)

· ოქროს მედალი

1. მანავი 2014 - თეთრი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

2. კახური მწვანე 2015- ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,შალაურის მარანი“)

3. რქაწითელი 2014 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

4. რქაწითელი 2014 – ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

5. ქისი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია ,,გრავისი“)

6. რქაწითელი 2013 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,შალაურის მარანი“)

7. მწვანე 2012 - ქვევრის თეთრი მშრალი (კომპანია,,ბაბანეურის მარანი“)

8. ოჯალეში 2015 - წითელი მშრალი (კომპანია ,,გიუაანი“)

9. მუკუზანი გეორგიკა 2013 წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

10. მუკუზანი იბერიკა 2013 - წითელი მშრალი (კომპანია ,,შუმი“)

11. მუკუზანი 2009 - წითელი მშრალი (კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“)

12. ქვევრის საფერავი 2015 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ვაზი +“)

13. ქვევრის რჩეული საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,საწნახელი“)

14. ქვევრის საფერავი 2013 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,ფალავანი“)

15. ქვევრი საფერავი 2012 - ქვევრის წითელი მშრალი (კომპანია ,,წინანდლის ძველი მარანი)

16. ახაშენი 2015 - ჭითელი ნახევრად ტკბილი (კომპანია ,,მარანული“)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42