სააპელაციო სასამართლოსთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად სტუდენტები შეიკრიბნენ. სტუდენტებს სასამართლოს შენობის წინ ბანერების გაშლა სურდათ, წარწერით „ხელები შორს რუსთავი 2-ისგან“, ასევე პლაკატების, რომლებზეც დაწერილი იყო „სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია“, მაგრამ ახალგაზრდებს ამის საშუალება მანდატურის სამსახურმა არ მისცა.
აღნიშნული მიზეზის გამო სტუდენტებმა აქცია სასამართლოს შებიდან მოშორებით გამართეს. მათი განცხადებით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის დაცვის მხარის გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს.
სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საეთერო პოლიტიკის ხელში ჩაგდება უნდა.
"ბიძინა ივანიშვილის მორიგი სურვილია, რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს"- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






