„ინტერVIEW“ -ის წამყვანი სალომე ასათიანი განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 12:23, 03 Jun, 2016     16358
"რადიო თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტის „ ინტერVIEW“ -ის წამყვანი სალომე ასათიანი, 2 ივნისის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. ინტერვიუს ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ საყდრისზე და პანორამა თბილისზე. წერილიდან - ქართული ოცნების პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა. ასევე გვქონდა ნებართვა დაგვესვა საკუთრივ საუბრის პროცესში, სპონტანურად გაჩენილი კითხვები, ყველა ამ თემის გარშემო. წინასწარ ფორმულირებული შეკითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. სავარაუდოდ, მათ სხვაგვარად ესახებოდათ წერილზე საუბარი. თუმცა, წერილს ნამდვილად შევეხეთ, ციტატებიც მოვიტანეთ და წერილში წამოჭრილი საკითხების გაშლაც ვთხოვეთ. ეს გადაცემა ჩაფიქრებულია როგორც "ჰარდ თოქი" (თავს არ ვაიგივებთ, მაგრამ გვსურს ასეთები ვიყოთ). თამაშის წესებია, რომ მე სტუმრის ოპონენტის როლი უნდა ვიტვირთო და კრიტიკული კითხვები უნდა დავსვა. ესეც პირადად ავუხსენი როგორც გიორგი უძილაურს, ისე სტუმარს, ჩაწერის დაწყებამდე. ამაზეც მითხრეს, რომ გადაცემა იციან და სწორედ ამიტომ მოისურვეს ჩვენთან სტუმრობა. ყველა ამ ფაქტორის გათვალიწინებით უცნაურია ის, რაც მოხდა.

"ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. გადაცემა ეთერში გავიდა ხელუხლებლად, ჩავწერეთ როგორც პირდაპირი ეთერი, არც პაუზები და საერთოდ არც ერთი წამი არ შეგვიცვლია. იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს.“- წერს სალომე ასათიანი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42