OLD IRISH-ის რეკლმამ საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი ჯილდო აიღო
საზოგადოება - 17:36, 02 Jun, 2016     2106

ლუდმა Old Irish-მა კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე (KIAF) გრანპრი აიღო. კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი 26-27 მაისს ჩატარდა. 785 ნამუშევრიდან ჟიურიმ გამარჯვებულად ერთხმად დაასახელა Leavingstone Old Irish-ის სარეკლამო რგოლით. ვიდეომ მთავარი ჯილდოს გარდა კიდევ ოთხ ნომინაციაში მიიღო გრანპრი. Leavingstone-ს კიდევ ერთი წარმატება ლუდი ნატახტარის უსაზღვრო მეგობრობის კამპანიამ მოუტანა.

Leavingstone-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე აღნიშნავს: „ერთდროულად პროფესიული სიხარულიც გეუფლება და ამაყიც ხარ, რადგან დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს სახელი მრავალჯერ გააჟღერეს Old Irish-ის ვიდეოს დამსახურებით. საბოლოო კენჭისყრაზე 8 ხმით, 0-ის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. ასევე, დასაფასებელია ნატახტარის მარკეტინგის გუნდი. მათთან თანამშრომლობით უკვე ორი წელია ჩვენი ერთობლივი კამპანიები საუკეთესო „მოსავალს“ იმკის, როგორც ლუდის ბაზარზე, ასევე – კრეატიულ სარეკლამო ინდუსტრიაში. პარტნიორული ურთიერთობა და მათი მხრიდან პროფესიული ნდობა აშკარად ისახება საბოლოო შედეგზე.“

კომპანია ნატახტარის გუნდის წევრებითვისაც საინტერესო იყო Old Irish-ის პროექტზე მუშაობა: „იმდენად სახალისო სცენარი იყო, თავიდანვე ვიფიქრეთ რომ ეს კრეატიული მიდგომა აუცილებლად ჰპოვებდა გამოხმაურებას, თუმცა ასეთ დიდ წარმატებას არ ველოდით. კომპანია ყოველთვის ცდილობს იყოს ინოვაციური, არა მხოლოდ საინტერესო ბრენდების შექმნით, არამედ საინტერესო მარკეტინგული აქტივობითაც და სასიამოვნოა, რომ ასეთი შედეგები აქვს ჩვენს პროექტებს. Leavingstone-თან ჩვენი თანამშრომლობა მართლაც საინტერესო პროცესი და სასიამოვნო შედეგის მომტანია. მადლობა გუნდის ყველა წევრს და Film Asylum-ს. მართალია Old Irish-მა თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაზღვრო მეგობრობის კამპანიის წარმატება. ამ კამპანიით ვეცადეთ გვესაუბრა მეგობრობაზე, რომელიც ყველა ბარიერის მიუხედავად მეგობრობად რჩება, მიხარია რომ ასეთი ისტორიები მართლაც არსებობს. საინტერესოა, რომ ამ პროექტზეც Leavingstone-თან ერთად Film Asylum მუშაობდა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვიმედოვნო, რომ კვლავაც გვექნება ერთობლივი წარმატებული ნამუშევრები.“ ამბობს ნინო სურმავა კომპანია ნატახტარის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

„კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი“ უკვე მე-17 წელს ითვლის და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფესტივალად ითვლება. KIAF-ის ჟიური წელს განსაკუთრებით ძლიერი კადრებით იყო დაკომპლექტებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42