2016 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ყაზახური ავიაკომპანია „Skybus” ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქის მიმართულებით შესთავაზებს. ყოველდღიური ფრენები ბათუმიდან ასტანას, აქტობეს, ყიზილორდის, შიმკენტის (20 ივნისიდან), აქტაუს, ატირაუს, ყარაღანდას და კოსტანაის (10 ივნისიდან) მიმართულებით Bombardier CRJ 100 - ის ტიპის ხომალდით შესრულდება
ყაზახური SkyBus 2008 წელს დაფუძნდა. ამჟამად ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს დსთ-ს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
მასალის გამოყენების პირობები






