სასწავლო პროგრამის -“საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია"
სწავლების მიზანია: ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ; მსმენელების ინფორმირება - თუ რა ეფექტი აქვს ინტეგრაციის პროცესს საქართველოს განვითარებაზე; სწორი მოლოდინების შექმნა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
მსმენელები შეისწავლიან დემოკრატიული პრინციპების განხორციელების როლს სახელმწიფოს განვითარებაში და შეიქმნიან ზუსტ წარმოდგენას, როგორ გახდნენ თანამონაწილენი სახელმწიფოს აღმშენებლობასა და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა-ჩამოყალიბებაში.
“საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ - პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულნი არიან : ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






