პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სკოლების პოლიტიზაციას გააპროტესტებენ. კერძოდ:
10 ივნისს ასარჩევი სკოლების სამეურვეო საბჭოების ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დაკოპლექტების მცდელობა;
,,საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პედაგოგების „დამოუკიდებელ“ წევრებად იძულებითი ჩართვის პრაქტიკას, რაც ფაქტიურად წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას საარჩევნო მიზნებისათვის და ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიულ რეპუტაციას
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ პედაგოგებისათვის ადეკვატური ანაზღაურების დაწესებას, საჯარო სკოლების რეალურ ავტონომიზაციასა და პროფესიული გადამზადების არსებული მახინჯი სისტემის შეცვლას.
მარში დილიდან დაიწყება 15 წუთიანი აქციებით სხვადასხვა საჯარო სკოლასთან. აქცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (მის.: ) გაიმართება 11.00
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის გეგმავს აქციები გამართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საქართველოს განათლების სამინისტროსთან ანალოგიური მოთხოვნებით“ - აცხადებენ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში.
საკონტაქტო პირი: დავით ფერაძე - 555 27 05 38
მასალის გამოყენების პირობები






