''მაესტროს'' დირექტორის პასუხი "ბიზნეს კონტაქტისა" და "საქმიანი დილის" თანამშრომლებს
საზოგადოება - 14:45, 01 Jun, 2016     2108
გიორგი ისაკაძის შეთავაზებას ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ზურაბ ნაყეურის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენს მიერ გუშინდელი მოვლენების გაშუქების შემდეგ ზოგადად შთაბეჭდილება იქმნება , რომ ეძებთ ,,ბნელ ოთახში კატას, მაშინ როდესაც ის იქ არ არის." მიმაჩნია რომ ჩემს განცხადებაში განთავისუფლების შესახებ გარკვევით და გასაგებად გამოვყავი ის სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მოხდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. სამწუხაროა, რომ თქვენი ეთერით არ მომხდარა არც ამ მიზეზების ციტირება და არც მათი გარკვევით დაინტერესება. სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპი მოითხოვს ჩემი მხრიდან ამ საკითხებში ნათელის შეტანს და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმერი პირის მხრიდან ,,მაესტროს" ქონებრივ თუ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ულტიმატუმის ენით საუბარი: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს ბატონმა გიორგი ისაკაძემ მომმართა წერილობითი განცხადებით, სადაც ის ყოვლად უსაფუძვლოდ და დასაბუთებლად ითხოვს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან - დღემდე ყოველთვიურ, სამიათას ლარიან კომპენსაციას განვლილ პერიოდზე, და მომავალშიც ამავე ოდენობით სახელფასო ზრდას. იმის შემდეგ რაც მან ამაზე ჩვენი მხრიდან დასაბუთეული უარი მიიღო, მან როგორც გადაცემის წამყვანმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეთერში არ გასვლაზე. შთაბეჭდილება არის, რომ ადგილი ქონდა თქვენი გუნდის ხელმძღვანელის მხრიდან - წასვლით მუქარას და ამ და სხვა აქტუალური თემებით მაესტროს მანიპულირება-დაშანტაჟებას. რაც შეეხება ისაკაძის ზეპირ მომართვას, რომელიც მან გუშინ ,,რუსთავი 2"-ის ეთერით გააკეთა, ვთვლი რომ მისი შეთავაზება საინტერესოა და იმსახურებს ჩვენი მხრიდან საქმიან განხილვას. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გავერკვიე თქვენი გუნდის პოზიციაში. ის ჩვენთვის ამ დრომდე ბუნდოვანი და ორაზროვანი რჩება,.. გთხოვთ განმარტოთ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“- ნათქვამია ,,მაესტროს" გენერალური დირექტორის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42