სოფიაში ბულგარულ ენაზე ვეფხისტყაოსნის გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 23:47, 31 May, 2016     1487
ქ. სოფიაში, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ბულგარეთის ისტორიული მეგობრობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორმა ბორისლავ კოსტოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მიღებაზე გაიმართა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. გამოცემა მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და დაიბეჭდა ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს ხელშეწყობით. "ვეფხისტყაოსანი" ბულგარულ ენაზე თარგმნა სტოიან ბაკარჯიევმა.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქართულ-ბულგარული დუეტი "ნაზარი და ნინო", რომელთაც შეასრულეს საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო ჰიმნები და რამდენიმე ქართული სიმღერა.

მიღებას დაესწრნენ სრულიად ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი, მისი უწმინდესობა ნეოფიტე, ბულგარეთ-საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრები, ბულგარეთის სხვადასხვა სამინისტროების, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაერთიანებული შტაბის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესის, მასმედიისა და ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბულგარეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42