საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 21:14, 31 May, 2016     10966

გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებზე პასუხს მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისაგან უახლოეს დღეებში მიიღებენ. განცხადებათა უმეტესობა (98%) ქულის მომატების/"დამრგვალების", ასევე გამოცდის გადაბარების თხოვნაა, ან ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

როცა მოსწავლე ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემს სწორ პასუხს, 5.0 ქულას მაინც მიიღებს (შეფასება 5.0-დან იწყება), ზღვრის დასაძლევად მას მხოლოდ 5.5 ქულის მიღება სჭირდება, რაც სიმბოლური ბარიერია. ამ ქულის მიღება დაახლოებით 15 უმარტივეს კითხვაზე სწორი პასუხითაა შესაძლებელი. ბარიერის თუნდაც მინიმალურად დაწევა გამოცდის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგან სისტემა მინიმალურ კომპეტენციასაც ვეღარ შეამოწმებს.

რაც შეეხება ინტერნეტის სიჩქარეს, რომელსაც მოსწავლეები შეფერხებას, ხარვეზს ან ე. წ. "გაჭედვას" უწოდებენ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტესტის დავალების ეკრანზე მიღება ან პასუხის დაფიქსირება ინტერნეტის სიჩქარის გამო მხოლოდ რამდენიმე წამით შეიძლება შეყოვნდეს. აღნიშნული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არც საგამოცდო დროზე და, მით უმეტეს, არც შედეგზე არანაირად არ აისახება.

მოსწავლეები, რომლებმაც 2016 წლის მაისში რომელიმე საგანში ვერ დაძლიეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ კონკრეტული გამოცდის ჩაბარებას ერთი წლის შემდეგ შეძლებენ - ეს ინფორმაცია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის თავიდანვე ცნობილია ხოლმე“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42