რუსთავი 2 სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს, მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება - გურულები მიმდინარე პროცესებზე
საზოგადოება - 17:29, 31 May, 2016     3004
ხედავს თუ არა მოსახლეობა „რუსთავი 2“-ის დახურვის საფრთხეს, ნიშნავს თუ არა მიმიდინარე პროცესები იმას, რომ ხელისუფლება ებრძვის ტელევიზიას, როგორც სიტყვის თავისუფლებას და რას ფიქრობენ ხელისუფლების ქმედებებზე. გთავაზობთ ლანჩხუთში ქუჩის გამოკითხვის შედეგებს.

"ხელისუფლება რუსთავი2-ს კი არა, ერთმანეთს ებრძვის. ხალხზე არც ერთი და არც მეორე არ ზრუნავს. იმ ოპონენტებს, რომლებიც რუსთავი2-ს ემხრობა, ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. რუსთავი2- ქვეყანა ხომ არ არის, რომ ცალკე გამოეყოს და მარტო მისთვის არსებობდეს"- აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული.

კიდევ ერთი გურული ამბობს, რომ რუსთავი2 კარგი არხია.

"რუსთავი 2 კარგი არხია. ლანჩხუთში ბევრი უყურებს. მართალი გითხრათ ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი2-ი ძველი ხელისუფლების ნაშთია და ახალი ხელისუფლება ვერ ეგუება ამ ყველაფერს"- თქვა რესპოდენტმა.

"რუსთავი2-ი ჩემთვის სიცოცხლეს და სიყვარულს, ყველაფერს კარგს ნიშნავს და რაც მთავარია, იმას, რომ ხალხის გაჭირვებას აცნობს ამ ქვეყანას. ხელისუფლება რუსთავი2-ს იმიტომ ებრძვის, რომ ტვინში აქვს გაჭირვება და არ იციან რა გააკეთონ. ივანიშვილმა სიმდიდრე როგორ წაიღოს და როგორ მოიხმაროს თავის სასარგებლოდ. ამას ერჩის ხელისუფლება. ინფორმაციის ვაკუუმი უნდათ შექმნან, ეს რომ მოხდება, ინფორმაცია არ გავა ხალხში, ყველა იფიქრებს, რომ კარგადაა ყველაფერი, რომ არაა ყველაფერი კარგად, ამას ყველა ხედავს. დღეს გაჭირვება ისეთ დონეზეა, რომ ხალხი საჭმელს და სასმელს როგორ იღებს, კაცმა არ იცის"- ეს კომენტარიც ლანჩხუთელებს ეკუთვნით.

"რუსთავი 2 ჩემთვის ინფორმაციის წყაროა. ბრძოლას რაც შეეხება, ყველა ხელისუფლება მასეა, არ მოსწონთ კრიტიკა. მე ვერ ვერევი მაგათ პოლიტიკაში. ჩემი პოლიტიკაა ბარი და ყანა"- აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული.

ლანჩხუთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი მედიაზე ზეწოლას უარყოფითად აფასებს.

"ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე. ვითომ ყველაფერი კარგადაა და სინამდვილეში საშინელი სიტუაციაა. რუსთავი2-ი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს. გვიყვარს და ვუყურებთ მთელი ოჯახი ხშირად"- აღნიშნავს ერთ-ერთი.

"გამოსული იყო გამგეობიდან წარმომადგენლები, დაარბიეს ხალხი, არ შეიძლება გარევაჭრობაო. არადა, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სწორედ ესაა. 2012 წელს რომ ჩატარდა არჩევნები, გვაიძულეს, სახლებში გვიგზავნიდნენ ხალხს, რომ მიგვეცა ხმა ივანიშვილისთვის და ამ მთავრობისთვის. ჩვენ დავემორჩილეთ, გვეგონა უკეთესობა იქნება თქო, წინსვლა იქნებოდა. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რუსთავი 2-ს არ უნდა ებრძოდეს ხელისუფლება. არ აქვს ხელისუფლებას ამის უფლება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენს რაიონში. არავინ არაა რამის გამკითხავი. არ აწყობს ხელისუფლებას. ორი ჯოხით ავედი საარჩევნო უბანზე, ხმა რომ მიმეცა ახლანდელი ხელისუფლებისთვის და არაფერი უკეთესობა ჩვენ არ გვაქვს. სწორედ ამ ტელევიზიამ უნდა მოგვაქციოთ ყურადღება"- აცხადებს კიდევ ერთი გამოკითხული.

ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, მხოლოდ რუსთავი 2 დაინტერესდა მისი პრობლემით: "ავადმყოფის პატრონი ვარ, გზა -შარაზე ვდგავარ, რომ რძის ნაწარმი გავყიდო და ოჯახი ვარჩინო. რუსთავი2-ი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, სწორედ ჩემი გულისტკივილი ამ ტელევიზიამ გააშუქა. სწორედ ამისთვის იბრძვის ხელისუფლება, რომ სიმართლე არ მოსწონთ. მე პირდაპირ ვუთხარი ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი არ მიყვარს, მაგრამ სწორედ მაგას შემოვხაზავ, ის ლუკმა-პურის შოვნის საშუალებას მაინც გვაძლევდა-მეთქი".

"ძაან მოგვწონს რუსთავი2 -ი. ყველას მოსწონს ჩემს ირგვლივ ვინცაა. აშუქებს მხოლოდ სიმართლეს და გვინდა, რომ იარსებოს და არ დაიხუროს"- ამბობს ლანჩხითის მკვიდრი.

მოსახლეობა ხელისუფლებას ტელევიზიასთან ბრძოლის ნაცვლად ხალხზე ზრუნვით დაკავებისკენ მოუწოდებს.

"საქმე აქვთ მგონი გამოლეული. დახურვა უნდათ თუ რა უნდათ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ხელისუფლება ყველა ერთმანეთს ებრძვის, იჭაჭყება გლეხები, არავის არ აჯავრებს ხალხის ბედი. ხალხმა რა უნდა ქნას. ვერ ვხვდები რა უნდა არსებობდეს და რა არა, რომელი მხარე ჯობია და რომელი არა, ვერ ვხვდები. დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. კატასტროფულ მდგომარეობამდე ვართ მისული და არ უნდათ, რომ ეს ტელევიზიით ჩანდეს, ამას აშუქებს რუსთავი2-ი"- აღნიშნა კიდევ ერთმა გამოკითხულმა.

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე. მისი თქმით რუსთავი 2 "სამართლიანი არხია და უნდა დარჩეს. რასაც სხვა არხები არ აშუქებს, ამას რუსთავი2- აშუქებს, ამ ტელევიზიის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება".

"ძალიან მომწონს, კარგი ტელევიზიაა. მე უფრო იმას ვდარდობ, რომ ხალხი მშიერია. რუსთავი2-ი ჩემთვის მართალ ტელევიზიას ნიშნავს"- აცხადებენ ლანჩხუთელები.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42