ბოლივუდის პროდუსერები რომანტიკულ ტრილერს ბათუმში იღებენ
საზოგადოება - 16:24, 31 May, 2016     2062
ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბოლივუდის ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს უკვე 1 კვირაა იღებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

65 დღის განმავლობაში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები რომანტიულ ტრილერს “Machine” ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაი“-სთან ერთად მთლიანად საქართველოში გადაიღებენ. კინო ოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა.

ბოლივუდური გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინო წარმოების პროცესში ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, უკვე 3 განაცხადია შემოსული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ინდური ფილმის გადაღებების პარალელურად უკვე გადაწყვეტილია ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება და გადაღებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პროდიუსერებთან კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღების თაობაზე.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის მთელ რიგ ღონისძიებებს აწარმოებს, კერძოდ ე.წ. Road Show-ების მეშვეობი ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42