მსმენელთა უმრავლესობა დასაქმებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიხედვით, ფუნქციონირებს სკოლის რვა სასწავლო ცენტრი, შემდეგ ქალაქებში: ახალქალაქი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, ლამბალო, მარნეული, ნინოწმინდა და წალკა.
სახელმწიფო ენის სასწავლო კურსის წარმატებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ 2014-2015 წლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 1629 კურსდამთავრებულს გადასცა შესაბამისი სერთიფიკატი, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ნაკადის საერთო რაოდენობა საჯარო სამსახურში დასაქმებულ 553 ადამიანს აერთიანებს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აგრძელებს დაინტერესებულ პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულების მეშვეობით ხელს უწყობს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ და სრულფასოვან საქმისწარმოებას. სახელომწიფო ენის სწავლების პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით.
ღონისძიებას განათლებისა და მენცნიერების მინისტრის მოადგილე - ლიკა გიგაური და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები






