„ისეთი ამბავია სტანისლავზე ატეხილი, რომ ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას“- ნიკე კეშელავა
საზოგადოება - 17:17, 30 May, 2016     6139
რაც დრო გადის , მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მაყურებელი მით უფრო მეტად შედის აზარტში. უამრავი ადამიანისთვის სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კეშელავას წყვილია ფავორიტი. სტანისლავზე შეყვარებული უამრავი გოგონა ისურვებდა ნიკეს ადგილზე ყოფნას. რას ფიქრობს თავად ნიკე, ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.


- ადვილად შეწყვილდით შენ და სტანისლავი?

- ძალიან კარგად და ადვილად შევწყვილდით, ის ყველაფერს ადვილად ითვისებს. ჩემთვის მასთან ცეკვა და ურთიერთობა ძალიან ადვილია, თან, ფიზიკურად ძლიერია და ვენდობი - ვიცი, ხელიდან არ გავუვარდები, დამიჭერს. თავიდანვე თავისუფლად ვიყავით ერთმანეთთან, და-ძმასავით ვართ. თვითონაც მითხრა, რომ დას ვაგონებ საუბრის მანერებით. ისეთი ამბავია სტანისლავზე ატეხილი, რომ ყველა ქალი ისურვებდა ჩემს ადგილას ყოფნას. ძალიან მეგობრული, მზრუნველი, ყურადღებიანი ადამიანია, არასდროს არსად არ ვავიწყდები, სადმე რომ მიდის - ან გადაცემაში, ან ნებისმიერ ადგილას, არ ვავიწყდები, მე აუცილებლად უნდა მახსენოს და მიკითხოს.

- რა იყო თქვენთვის, ორივესთვის ყველაზე რთული?
- ყველაფრის ერთად გაკეთება ყველაზე რთულია მისთვის - ეს ყველას უჭირს. რომ ვეუბნები: ეს ასე გააკეთე-მეთქი, მეუბნება: მაცადე, ჯერ ეს დავიმახსოვროო. ნერვები ეშლება, გაივლის, წაიყვირებს, დაბრუნდება და ვაგრძელებთ. ზოგჯერ მკაცრი და მომთხოვნიც ვარ მის მიმართ, თუმცა, მე რომ ვეუბნები, არ მიჯერებს, ბიჭი რომ ეტყვის, იმაზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. გიგი გაჩეჩილაძე რომ ეუბნება, ასე გააკეთეო, მე ეს უკვე ნათქვამი მაქვს, მაგრამ იმას უჯერებს და მე - არა. გიგიც მეუბნება: კაცები ერთმანეთს უფრო ვუგებთ, ვიდრე თქვენო.


- სიურპრიზებსაც ხომ არ გიწყობს, საჩუქრებს ხომ არ გიკეთებს?
- როცა სადმე მიდის, იქიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარი ჩამოაქვს. წასვლისას მეკითხება კიდეც, რამე ხომ არ მჭირდება, თუნდაც ცეკვისთვის. მოსოკვში რომ იყო, იქაურმა თაყვანისმცემლებმა ჩემთან გამოატანეს საჩუქრები, რამაც ძალიან გამახარა.


წყარო: ჟურნალი თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42