ბენდელიანის ქუჩაზე სპორტული მოედნის რეაბლიტაცია განხორციელდა
საზოგადოება - 16:12, 30 May, 2016     1138
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ზაზა ბენდელიანის ქუჩის N2-თან არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. განახლებული მოედანი დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.

აღნიშნული სტადიონი რეაბლიტაციამდე სტანდარტების შეუსაბამოდ იყო მოწყობილი, დაზიანებული იყო როგორც მისი საფარი, ისე მავთულბადე და სხვა ინვენტარი, რის გამოც მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონით მოეწყო ლენტური საძირკველი, დაისხა ბეტონის საფარი, ტერიტორია შეიღობა პლასტმასის გარსით იზოლირებული მავთულბადით, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. პროექტი კომპანია „დოკასპორტმა“ განახორციელა.

„ბენდელიანის ქუჩაზე, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოვაწყეთ, რადგან ძველ სტადიონს ჰქონდა ტრაპეციის ფორმა, რის გამოც საჭირო გახდა მისი სრული დემონტაჟი. დღეს მოედანი არსებულ სტანდარტებს შეესაბამება, კეთილმოწყობილია და ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია იმით, რომ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ აქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გამართონ,“ - განაცხადა ლუკა კანკავამ.

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამჟამად კიდევ 14 სპორტული მოედანის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის 735,939 ლარია გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42