„ერის დაბერების ტენდენცია კარგია, დადებითი მაჩვენებელიც არის, რადგან მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ხანდაზმულობის მიმართ, მაგრამ თუ კი ამას არ მოჰყვა შობადობა და მოსახლეობაში ახალგაზრდების წილობრივი ზრდა, მაშინ ეს სახელმწიფოზე და პირველ რიგში მის ბიუჯეტზე, ნეგატიურად აისახება.“-განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ჩიბურდანიძის განცხადებით, ბოლო 20-25 წლის მანძილზე საქართველოში გახშირდა მოხუცების თავშესაფარსი განთავსების ტენდენცია.
„ბოლო 20-25 წლის მანძილზე, საქართველოში წამოვიდა მოხუცების ოჯახიდან გაყვანის და ხანდაზმულთა სახლებში განთავსების ტენდენცია. არადა, ევროპელი ექსპერტების გადმოცემით ბავშვების ფსიქო-ემოციური სტრუქტურა გაცილებით უფრო კარგად არის ჩამოყალიბებული, როდესაც ის სახლში, მოხუცებულთან ერთად იზრდება. მთელი პოლიტიკა ხანდაზმულების შესახებ იმისკენ მიემართება, რომ ხანდაზმული ოჯახში იყოს და პირველი, მეორე და მესამე თაობა ერთად იყოს. ეს ზრდის ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობას და სწორად აყალიბებს ბავშვის ფსიქოემოციურ სტრუქტურას“,-განაცხადა ჩიბურდანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






