დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
სპორტი - 09:54, 30 May, 2016     5433
48 წლის დავით წიკლაურმა ბაგირზე ცოცვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასპარეზობა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, დუშეთში მდებარე სპორტულ კომპლექს „ოლიმპიურ სახლში“ ჩატარდა.

რეკორდის მიზანი 5 მეტრი სიგრძის ბაგირზე ბურთის თანხლებით უსწრაფესად ასვლა იყო. სარეკორდო ნორმად 30 წამი იყო განსაზღვრული, თუმცა დავით წიკლაურმა მოცემული დისტანცია ზუსტად 10.22 წამში დაფარა.

– „ამ რეკორდისთვის მზადება შვიდი თვის უკან დავიწყე. ვთვლი, რომ ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. დღემდე აქტიურად ვვარჯიშობდი, ამიტომ რეკორდის დამყარება არ გამჭირვებია“ – აღნიშნა დავით წიკლაურმა.

ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ვაჟა ჩოხელი:

– „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს რეკორდი შედგა და იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი დავითი მომავალშიც გაგვახარებს მსგავსი წარმატებებით. დუშეთის მუნიციპალიტეტი მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს ასეთ წარმატებულ სპორტსმენებს“ – განაცხადა მან.

ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მსგავსი რეკორდი საქართველოში პირველად დამყარდა:

– „ბაგირზე ცოცვა ერთ–ერთი რთული ვარჯიშია, შესაბამისად, რეკორდებიც იშვიათად მყარდება. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის რეკორდი საქართველოში პირველად დაფიქსირდა. ბატონი დავით წიკლაური აგრძელებს ვარჯიშს და იმედი გვაქვს, რომ და მალე კიდევ უფრო რთულ რეკორდს დავაფიქსირებთ“ – განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.

დავით წიკლაური 1967 წლის 2 ივნისს, დუშეთში დაიბადა. ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. არის საბჭოთა კავშირის ტურნირებისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება. მისთვის ეს რეკორდი პირველია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42