გაფუჭებული ხაჭო „სმარტში“ – როგორი იყო ჰიპერმარკეტის პასუხი და სეს-ის რეაგირება
საზოგადოება - 20:53, 27 May, 2016     19792

ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გავრცელებულა ფოტომასალა შესაბამისი მინაწერებით, როცა ამა თუ იმ ჰიპერმარკეტის კლიენტი უკმაყოფილო დარჩენილა პროდუქციის ხარისხის გამო. საუბარია არა მხოლოდ იმედის გაცრუებაზე, არამედ ჯანმრთელობისთვის სერიოზული საშიშროების შექმნაზე.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გაფუჭებული ხორცპროდუქტის გამო მომხმარებელი იმდენად ცუდად გამხდარა, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში გადაუყვანია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ანტისანიტარია დაუფიქსირებიათ მომხმარებლებს, მაგრამ გაჩუმებულან თუნდაც იმ ბანალური მიზეზის გამო, რომ „უი იქ ხომ ჩემი ნათესავი მუშაობს და რაიმე პრობლემა არ შევუქმნა“, ამ შემთხვევებზე „ნიუპოსტი“ სამწუხაროდ ვერაფერს დაწერს, რადგან ამ ეტაპზე მტკიცებულებები არ გააჩნია.

დღეს მომხდარი შემთხვევა კი შეიძლება ითქვას - „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“!

მომხმარებელმა შუადღის 14:00 საათისთვის შეიძინა ჰიპერმარკეტ „სმარტში“ (რუსთაველის გამზირზე მდებარე ობიექტში) რძის პროდუქტი, კერძოდ ხაჭო. საუბარია ე.წ. წონის ხაჭოზე, რომელიც უკვე დაფასოებული იყო შესაბამის კონტეინერში და გარედან შეფუთული გახლდათ პოლიეთილენის პარკით. აღსანიშნავია, რომ მარკეტიდან გამოსვლის შემდეგ და შეფუთვის გახსნის შედეგად, მომხმარებელი საკმაოდ არასასურველი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, ხაჭო გაფუჭებული იყო, კონტეინერზე კი თავდაპირველი ე.წ. სტიკერი, რომელზეც მითითებული უნდა ყოფილიყო პროდუქციის ვარგისიანობა ანუ ვადა, ახეული გახლდათ, პოლიეთილენის შეფუთვაზე კი ახალი სტიკერი იყო დაკრული ვადით: 26,05,16 – 29,05,16 (საუბარია „ქობულეთურის“ ხაჭოზე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელმა ჰიპერმარკეტის "Facebook"-გვერდის ადმინისტრაციას მისწერა ფაქტის შესახებ, ადმინისტრაციამ კი მოკლეტექსტური შეტყობინების ნახვის შემდეგ, არავითარი კითხვა არ დასვა და არც კი დაინტერესდა, თუ რომელ ფილიალში შეიძლება არსებობდეს გაფუჭებული, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის არსებობის შანსი.

მოგვიანებით მომხმარებელი დაუკავშირდა "სურსათის ეროვნულ სააგენტოს", სადაც ჩაიწერეს მონაცემები და განუცხადეს, რომ პროდუქცია მიეტანათ სეს-ის ოფისში (მარშალგელოვნის 6). მომხმარებელი ასეც მოიქცა, მაგრამ გაფუჭებული პროდუქცია არ ჩაიბარეს, თუმცა აღნიშნეს, რომ შეტყობინება რადგან დატოვებულია, განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები და ჰიპერმარკეტის აღნიშნული ფილიალი შემოწმდება. მოგვიანებით, ჰიპერმარკეტის კლიენტი, კვლავ დაუკავშირდა სეს-ის ცხელ ხაზს და იკითხა, იმ შემთხვევაში თუ თავად უზრუნველყოფდა ფინანსურად ლაბორატორიულ შემოწმებას, ჩაიბარებდნენ თუ არა გაფუჭებულ პროდუქციას?რაზეც დადებითი პასუხი მიიღო კომენტარით: „ჩაიბარებენ რა თქმა უნდა, მაგრამ სამუშაო საათები დასრულებულია“ (რა თქმა უნდა, შრომის კოდექსს ვერაფერს ვუზამთ!)

ალბათობა იმისა, რომ დადგინდება მსგავსი ფაქტის არსებობა, ძალიან მცირეა! სავარაუდოდ, შემოწმების შედეგად მიღებული დასკვა დაახლოებით ამ შინაარსის იქნება: „შემოწმდა და დარღვევა არ დადგინდა!“

რჩევა ჰიპერმარკეტ „სმარტის“ იმედგაცრუებული მომხმარებლისგან: თუ ასე დადგებით თქვენი უფლებების დარღვევის წინაშე, არ გაჩუმდეთ! ეცადეთ ტყუილი დაამტკიცოთ. თუმცა, იმის იმედი არ გქონდეთ, რაც არ უნდა გაფუჭებული პროდუქცია გქონდეთ, ლაბორატორია ჩაიბარებს ამ პროდუქციას, ზუსტად 18:00 საათიც რომ იყოს მარტივად გეტყვიან - „სამუშაო საათები დასრულებულია“.

p.s შესაძლოა ვიზუალურად ხაჭოს არ ეტყობა რომ გაფუჭებულია და უკვე კონკრეტულად ამ პროდუქციის ვარგისიანობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი მაინც არსებობს, რომ ჰიპერმარკეტს ოდნავადაც არ დააინტერესა, რომელ ფილიალში შეიძლება ყიდდნენ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42