„ქალაქის ცენტრში გვიგებენ მახრჩობელა გაზის სატუმბს“-აქცია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე
საზოგადოება - 17:23, 27 May, 2016     5448
ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული 12 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები მრავალსართულიანი სახლის გვერდით გაზსატუმბი სადგურის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, უცნობმა პირებმა მშენებლობის პროცესი ისე დაიწყეს, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს. გაზის სატუმბის სადგურის მშენებლობის შესახებ კი გუშინ, ღამით გაიგეს. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, გაზსატუმბი სადგურის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის არა მარტო მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ, ასევე მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, ბინა ნაყარ მიწაზეა აგებული და გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა საშიშროების წინაშე დააყენოს არა მარტო კორპუსის მცხოვრებლები, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო სახლებში მცხოვრები მოსახლეობა: „ჩვენი მოთხოვნაა შეჩერდეს მშენებლობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ საცხოვრებელთან შენდება |“გაზის ზაპრავკა.“ 48 ოჯახიანი ბინაა აქ. ეს ბინა აშენებულია ნაყარ მიწაზე და ისედაც ძალიან მერყევია. კიდევ აქ რომ რაღაც აშენდება, ხომ წარმოგიდგენიათ. ჯერ სუნი თქვი, მოგვწამლავს. ბავშვები აქვე, ორ მეტრში სხდებიან და დასასვენებელ ადგილად ვიყენებთ ხოლმე. ბინის წინ გაკეთდეს „ზაპრავკა“, ეს არ ვიცი როგორ შეიძლება, წარმოუდგენელია,“-აცხადებს კორპუსში მცხოვრები ლიანა ბერძენიშვილი. „რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც 48 ოჯახი ცხოვრობს, აქვე ორ სართულიანი სახლებიცაა, ასევე გვერდით სახელმწიფო თეატრია, ქალაქის ცენტრში გვიგებენ მახრჩობელა გაზის სატუმბს. ამის შესახებ ჩვენ სულ ერთი დღეა რაც გავიგეთ. მივედით და ვთხოვეთ, არ გაეკეთებინათ არაფერი, იმიტომ რომ ყველა ოჯახშია თითქმის პატარა ბავშვი. თუ შეიძლება ასეთ პირობებში ვიცხოვროთ, აქ რომ ერთი ასანთი აანთოს ვინმემ, მთლიანად გადავიწვებით და გადავიბუგებით“- ამბობს მზია გუბელაძე. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ. მათივე თქმით მიმართავენ ყველა ინსტანციას რათა აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა არ მოხდეს: „ჩვენ მაინც არ მივცემთ უფლებას, რომ აქ გაზის სატუმბი ააშენონ. ამის ვარიანტი არ არსებობს. ყველანაირ ხერხს მივმართავთ იმისთვის, რომ ეს მშენებლობა შეჩერდეს. ის გვაინტერესებს ვინ გასცა ნებართვა ამ ადგილზე მშენებლობის, ვინ არის პატრონი, აქ ბანერი უნდა იყოს დაყენებული ვისია, რას აშენებს და უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი აღნიშნული. ჩვენ მშენებლობის შესახებ გუშინ გავიგეთ,“ - ამბობს ბადრი ჩხარტიშვილი. „მაინცადამაინც რატომ უნდა აშენდეს ეს სატუმბი აქ. გააკეთონ სხვა რაღაც, ისეთი, რომელიც სუნთქვაში არ შეგვიშლის ხელს და ჰაერს არ მოწამლავს. ერთი ციდა ეზო გვაქვს, ბავშვები სად გამოვიყვანოთ, მთელი ზაფხული რა უნდა ისუნთქონ ამ ბავშვებმა. იქეთ დგას კიდევ მანქანა და ისიც გაზს ტუმბავს, მეორე ადგილასაც მანქანა დგას, აქ კიდევ გაზის სატუმბს გვიშენებენ და ვერ ვხვდები რა არის, ჩვენ ადამიანები არ ვართ. არ გავჩერდებით და მშენებლობას არ დავანებებთ, ყველა ინსტანციას მივმართავთ.“- ამბობს მადონა ლომაძე. როგორც ქალაქ ოზუთგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვეუბნებიან, მშენებლობაზე ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გაიცა, რაც ყველა წესი და ნორმა იქნა დაცული. ამბობენ, რომ აღნიშნული გაზის სატუმბის მშენებლობა არანაირ საფრთხეს არ შექმნის. გამომდინარე აქედან მოსახლეობის გაფრთხილება საჭიროდ არ მიიჩნიეს: „შემოვიდა განცხადება შპს „ივერია სუფლუ ლოჯისტიკ ენდ ენერგო ტრადინგ გრუპის“ მიერ, რომელსაც მთელ საქართველოში ქსელი აქვს ქარხნულად დამზადებული გაზის სატუმბი დანადგარისა. ეს დაიდგმება მოედანზე, 12 სართულიანის ქვემოთ, გავლილი აქვს ამ დანადგარს გარემოზე ზემოქმედების ყველა ტესტი, ვიცით, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს არც მოსახლეობისთვის და არც გარემოს შეუქმნის რაიმე საფრთხეს. დაახლოებით ერთ თვეში იქნება ეს დანადგარი დამონტაჟებული გამოყოფილ ტერიტორიაზე. ეს არის კერძო ნაკვეთი, იჯარით აიღეს კერძო მფობელისაგან ყველა წესის დაცვით. რადგან ყველა ნორმის და წესის დაცვითაა მიღებული გადაწყვეტილება არ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ შევთანხმებოდით მოსახლეობას,“ -აცხადებს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამია მახარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42