„ნადგურდება უნიკალური შენობა- ნაგებობები და ტყე-პარკი”-რა ბედი ელის გორაბერეჟოულის სასწავლებელს?!
საზოგადოება - 17:22, 27 May, 2016     4334
გადახდილი სახურავი, აყრილი იატაკი, ჩამსხვრეული მინები და ჩამონგრეული კელდლები - ეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე, ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმის შენობაა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის ჭკუასელის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო სასწავლებელი უნდა გახსნილიყო. თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გორაბერეჟოული ტექნიკუმის საკითხით არავინ დაინტერესებულა. მოსახლეობის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტექნიკუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მიტოვებულ შენობა ფაქტიურად ინგრევა: „ჭკუასელი იძახდა ამირჩიეთ და აქ სასოფლო სამეურნეო სასწავლებელს გავაკეთებო. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და აქ არავინ მოსულა. ნახეთ რა მდგომარეობაა, ნადგურდება უნიკალური შენობა- ნაგებობები და ტყეპარკი. მოლოდინი გვქონდა ამ „ოცნების“ და ეს იმედიც გადაგვეწურა. ხომ ხედავთ სოფელში ვერავის ნახავთ ქუჩაში, ხალხი აღარაა. ამიტომ ვიბრძოლეთ ამ ხელისუფლების შესაცვლელად?! ძალიან განაწყენებულია ხალხი ამ ხელისუფლების მიმართ, მოტყუებულები აღმოვჩნდით.“ - აცხადებენ ადგილობრივები. „უკვე მეორე წელია გვპირდებიან ტექნიკუმის აღდგენას, თუმცა ამ დრომდე არაფერი არ ჩანს. დეპუტატი დაგვპირდა ტექნიკუმი აღდგებაო და დარწმუნებული ვიყავით მის ნათქვამში, მაგრამ, როგორც ბევრი დაპირება, ესეც არ იქცა რეალობად. ვაპირებთ მივმართოთ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს, თითოეულ დეპუტატს, ჩატარდეს საკრებულოს სხდომა და საჯაროდ განიხილონ გორაბერეჟოილის ტექნიკუმის საკითხი”. – აცხადებს ტექნიკუმის ყოფილი თანამშრომელი, მედიკო ცინცაძე. როგორც, ტექნიკუმის მაშინდელი დირექტორი ზაურ ოსეფაიშვილი „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, სტატუსშეცვლილმა სასწავლებელმა ფუნქციონირება 2011 წლამდე გააგრძელა. ოსეფაიშვილის თქმით, გორაბერეოულის ტექნიკუმის ტერიტორიის 24 ჰექტარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ტექნიკუმის ყოფილი დირექტორი, ახლა კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური კომისიის თანამშრომელი, აცხადებს, რომ ტექნიკუმი უნდა აღდგეს და ეს ტეროტორიები სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს. „თავის დროზე ეს ამბავი დამალეს რატომღაც, თანამშრომლებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტექნიკუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა. გორაბერეჟოულის ტექნიკუმის ტერიტორია, საუბარია 24 ჰექტარზე ეკონომიკის სამინისტროს ბალასზეა და უნდა გადმოსცენ ადგილობრივ თვითმართველობას. ტექნიკუმის ტყე-პარკს კი, რომელიც 2 ჰექტრამდეა და ერისთავების ციხე-სიმაგრეს უნდა მიანიჭონ მუზეუმის სტატუსი და შევიდეს სამუზეუმო გაერთიანებაში. ახლა ახალმა ხელისუფლებამ 3 ჰექტარი ფათრობი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს გადასცა, რომელმაც ფართობში სხვადასხვა ხეხილის ნერგები დარგო. მე ვერ გეტყვით რა სენერგე მეურნეობა კეთდება. ჩვენი მოთხოვნაა, თუ დადგება დღის წესრიგში გურიის რეგიონში სასოფლო სამეურნეო სასწავლებლის გახსნის საკითხი, ეს უნდა გაიხსნას გორაბერეჟოულში და ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს ამ სასწავლებელმა.” – აცხადებს ოსეფაიშვილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, 2007 წლის 15 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც, ტექნუკიმი პროფესიული სწავლების ცენტრად დაფუძნდა. „რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორაბერეჟოულის ინდუსტრიულ ტექნიკუმი დაფუძნდეს როგორც გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრი. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრის თანდართული წესდება. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გორაბერეჟოულის პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება. შეუწყდეს უფლებამოსილება რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამეურვეო საბჭოებს და პედაგოგიურ საბჭოებს. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 6 ივლისის №338 ბრძანება„გორაბერეჟოულის ინდუსტრიული ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. - ვკითხულობთ მაშინდელი განათლების მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას ბრძანებაში, რომლის შემდეგ, სასწავლებელმა ფუნქციონირება ახალი სტატუსით 2011 წლამდე გააგძელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42