გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა, ბატონმა გივი ქურდიანმა, დაზუსტებისთვის, ითხოვა მისი ვრცელი წერილის გამოქვეყნება სააგენტო ,,ნიუპოსტში“, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.
,,სააგენტო newpost-ის რედაქციას
გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებულმა დაუზუსტებელმა ფაქტებმა შოკში ჩაგვაგდო მთელი საგვარეულო და ნათესაობა, თქვენ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეთ როგორც საზოგადოებას ისე სხვადასხვა პრესას რაც ეხებოდა ბექა ქურდიანის თვეთმკვლელობის საქმეს.
მის მიერ განვლილი 23 წელი ისეა ასახული რომ თითქოს რომ ის უპატრონო ბავშვი იყო და 20 წლის განმავლობაში როგორც მშობლებისგან ისე ახლობლებისა და ნათესავებისგან.
გასაკვირია ვის რაში ჭირდებოდა ასეთი ჭორის გავრცელება, ბექა ქურდიანი დაიბადა 1993 წელს გამოდის რომ ის დაბადების დღიდან გაქრა მამის უგულო დამოკიდებულების გამო ისე რომ მისი ადგილსამყოფელიც არავინ იცოდა. თან წერთ ძალიან ჭკვიანი იყოო და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდაო. თუ ადგილსამყოფელი არავინ იცოდა მაშინ ვინ რა იცის რომ ეკლესიურად ცხოვრობდა.
მე როგორც ამ ოჯახის ახლობელი 80 წლის პიროვნება ვარ ქურდიანების, ქურდაძეების გვარის „მახვში“ ამავე დროს ვარ „საქართველოს მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა კავშირის“ თავჯდომარის მოადგილე და შ.პ.ს“აგრორემმანქანსერვისის“ დირექტორი. როგორც ჭირისუფალი მივდივარ სვანეთში ჩემი დიდი ოჯახის ჭირის მოზიარე, როგორ ფიქრობთ ამ ხნის კაცს რაიმე სასაყვედურო რომ მქონდეს მშობლების ან ახლობლების მიმართ წავიდოდი ამ სიშორეზე? რა თქმა უნდა - არა.
მართალია დედა ადრე გარდაეცვალა ბექას, დარჩა ობოლი 5 მცირეწლოვანი ბავშვი, მაგრამ მამას გვერდით დაუდგნენ თავისი დები და ახლობლები. ოჯახი კარგათ ცხოვრობდა, სვანეთში წესად არის დამკვიდრებული ობოლს და გაჭირვებულ ოჯახებს ყველა ეხმარება მაგრამ ასეთი დახმარება ამ ოჯახს არ ჭირდებოდა.
რამოდენიმე წლის მერე მამამ მეორე ცოლი შეირთო რომელმაც ფასდაუდებელი ამაგი გაწია ობლების აღზრდის საქმეში, ფაქტობრივად იმან გაზარდა გერები. ბავშვებმა სკოლა რომ დაამთავრეს უფროსმა ბიჭმა ცოლი შეირთო ამჟამად შვილიც ჰყავს, მსახურობს ჯარში და ცხოვრობს რუსთავში. მეორე შვილი გოგო მამიდამ წამოიყვანა და მასთან გაიზარდა და მამიდასთან ერთად ცხოვრობს თბილისში. მესამე ბიჭი ბოლნისის რაიონ სოფელ ტანძიაში იზრდება ბაბუასთან და არის უზრუნველყოფილი ყოველმხრივ. ხოლო რაც შეეხება ბექას მესამე ძმას, ისინი თავიანთ სოფელში დედინაცვალთან და მამასთან ერთად ცხოვრობდნენ. ეკონომიურად საქმე კარგად ქონდათ მოგვარებული. ბექა მუშაობდა მესტიის რაიონის აეროპორტში და ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობაზე, სადაც მისი ხელფასი 1500 ლარამდე იყო. ასევე იყო კარგი სპეციალისტი კომპიუტერების და ელექტრო ტექნიკის შეკეთების საქმეში. ბევრს უანგაროდ ეხმარებოდა იყო შრომისმოყვარე, თავაზიანი, გონება გახსნილი და სპორტული აღნაგობის ადამიანი. მისთვის უცხო იყო თამბქაო, ალკოჰოლი, ფულზე თამაში და ნარკოტიკი, ამიტომ მთელი რაიონი განიცდის მის ტრაგიკულ ამბავს. როგორც მეუბნებიან უმარავი ადამინი მიდის მის პანაშვიდზე ყოველდღიურად სხვადასხვა სოფლებიდან და დარწმუნებული ვარ რომ მის გასვენებაში 600-650 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ყველა თვალცრემლიანი გააცილებს ბექა ქურდაინს მის უკანასკნელ გზაზე.
თავისი წარსულიდან გამომდინარე უფალი აპატიებს მას ჩადენილ შეცდომას და შეიფარებს მის სულს.
საზოგადოებამ იცის ის, რაც გავრცელდა თქვენი მეშვეობით ამიტომ თქვენს მიერ გავცელებული ინფორმაცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია და მიუღებელი. ქურდიანები თავმოყვარე ხალხი ვართ და საბედნიეროდ არ მეგულება ისეთი გაჭირვებული ადამიანები თავი რომ ჩამოიხრჩონ, ამიტომ თქვენ ვალდებული ხართ როგორც შეიყვანეთ ხალხი შეცდომაში ამ წერილით გამოქვეყნებით გამოასწოროთ ასევე ოფიციალურად ბოდიში მოუხადოთ ჩემს გვარის საზოგადოების წინაშე ასეთი შეურაწყოფისთვის.
როგორც ჩემთან ტელეფონზე საუბრისას განაცხადეთ, მე ასეთი ინფორმაცია მივიღეო. ასე რომც ყოფილიყო თქვენ არ გქონდათ დაუზუსტებელი მასალების გამოქვეყნების უფლება. ხომ ატყობთ რომ შინაარსობრივათაც წინააღმდეგობაში მოდის გამოქვეყნებული მასალები სიმართლესთან.
ამიტომ აუცილებელია ვინც მოგაწოდათ მასალები მისი გასაჯაროება.
პატივისცემით გვიქი ქურდაინი“.
რედაქციის განმარტება:
რაც შეეხება წერილში არსებულ მოთხოვნას წყაროს დასახელების შესახებ, თავის მხრივ სააგენტო ,,ნიუპოსტი“ იტოვებს სამართლებრივ უფლებას, არ დაასახელოს წყარო და დაიცვას კონფიდენციალურობა.
მასალის გამოყენების პირობები






