„იმედი მაქვს სულ მალე ქართველების სახელებიც მოინიშნება Made In New York Jazz Competition -ის რუქაზე“-თეა გრიგოლაშვილი
კულტურა - 13:25, 27 May, 2016     5225
Made In New York Jazz Competition - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ მუსიკალური კონკურსი ჯაზის მუსიკოსებისთვის. ის მხოლოდ 3 წელია რაც მსოფლიო მუსიკალურ რუქაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და ათეულობით გამარჯვებულია მსოფლიოს 47 ქვეყნიდან.

კონკურსის ვებ გვერდზე - www.madeinnyjazz.com საკონკურსო ვიდეოს ატვირთვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის, ასევე მუსიკალური ჯგუფებისთვის.

ყოველწლიურად ჟიურისა და მაყურებლების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი თუ სხვა ჯილდოების გარდა ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ნიუ იორკში, „თრაიბეკას“ საკონცერტო დარბაზში გამართულ ჯაზ გალა კონცერტში.

კონკურსის ჟიურიში არიან ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - „გრემის“ მფლობელი მუსიკოსები - ლენი ვაითი, მაიკ სთერნი, რენდი ბრეკერი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის კომიტეტიც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსებისგან შედგება. წელს Made In New York Jazz Competition-ის შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო სამხატვრო მრჩევლის (International Artistic Advisor) რანგში ცნობილი იტალიელი მომღერალი მარიო ბიონდი დაემატა.

მიმდინარე წელს ბრენდის Made In New York Jazz Competition ელჩი მსოფლიოში (Brand Ambassador) ქართველი პროდიუსერი თეა გრიგოლაშვილი გახდა. იგი ჟიურის საორგანოზაციო კომიტეტმა 21 მაისს, ნიუ იორკში გამართულ ჯაზ გალა კონცერტზე წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. თეა გრიგოლაშვილი ბოლო რამოდენიმე წელია მოსკოვსა და ნიუ იორკში მოღვაწეობს. მას მუსიკალურ ბიზნესში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. დღესდღეისობით მისი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულება სწორედ მსოფლიო მასშტაბით კონკურსის Made In New York Jazz Competition პოპულარიზაციაა.

თეა გრიგოლაშვილმა „ნიუპოსტთან საუბრისას აღნიშნავს: „როგორც ლუი არმსტრონგმა თქვა - „თუკი შენ იკითხე რა არის ჯაზი, ესეიგი ვერასდროს გაიგებ მას". ჩემი აზრით, ჯაზი რწმენაა და მას უდიდესი დიპლომატიური მისია აკისრია. იგი სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსის, ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებს. დღეს ციფრული ერაა, სოციალური ქსელები უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რაც თანამედროვე მუსიკალური რუქის კონტურებს უსაზღვროს ხდის.

ჩვენ, საქართველოში არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსები გვყავს. იმედი მაქვს სულ მალე მათი სახელებიც მოინიშნება Made In New York Jazz Competition -ის რუქაზე. ეს კონკურსი შესანისნავ შანს აძლევს ახალგაზრდებს მომავალი შემოქმედებითი ზრდის, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

კონკურსს 7 კატეგორია აქვს. ვიდეოს ატვირთვა შეუძლიათ როგორც სოლო მომღერლებს, ასევე ბენდებს, კომპოზიტორებს, არანჟირების ავტორებს...

წელს კონკურსმა ახალი ლოკაციები დააანონსა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკის შემდეგ გალა კონცერტი Made In New York Jazz Festival-ის სახელით დაიწყებს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას.

მინდა კონკურსის მორიგი ლოკაცია საქართველო გახდეს და გალა კონცერტი თბილისშიც ჩატარდეს. საამისოდ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს ამ კონკურსს საქართველოში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება.

ვურჩევ ქართველ მუსიკოსებს გამოიყენონ შანსი და ატვირთონ თავიანთი ვიდეოები კონკურსის ვებ გვერდზე madeinnyjazz.com, რაც 2016 წლის 29 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42