უკრაინელი პილოტი, რომელსაც რუსულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით კი უკრაინულ მხარეს გადასცა, „კურიერთან“ იმ აქციაზე საუბრობს, რომელიც თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მის მხარდასაჭერად გაიმართა და რომლის ფარგლებშიც სუხიშვილებმა ხორუმი შეასრულეს:
„მოდით გვერდზე დამიდექით და ადამიანურად ვილაპარაკოთ, რა საჭიროა ეს ინტერვიუები? რა არანორმალურები ხართ ეს ჟურნალისტები? ერთ რამეს გეტყვით, როცა რუსული არხით გავიგე, რომ სუხიშვილების ბალეტმა ჩემს მხარდასაჭერად იცეკვა, იცით რა გამახსენდა?ერთხელ გამიმართლა და ლვოვში მათ კონცერტზე მოვხვდი, ეს იყო წარმოუდგენელი სანახაობა. ისეთი ეიფორიული გრძნობები მქონდა, ისე მომეწონა მათი ცეკვა, როცა გავიგე მე მგულშემატკვირობდნენ, ისე მომინდა მენახა საკუთარი თვალით, რუსული არხი ხომ წარმოგიდგენიათ? სულ პატარა ნაწილი აჩვენეს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი რომ ვნახე, მომინდა მათთან ცეკვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ისინი ჩემს გამო გამოვიდნენ, იქნებ ოდესმე მეც შევძლო მათთან ერთად ცეკვა?! საოცრად ლამაზია ქართული ცეკვა. ახლა ვიცი, რომ დამიწყებთ პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა შეკითხვების დასმას, ამით ყველაფერს გავაფუჭებთ, მე თქვენთან ადამიანური ურთიერთობები მსურს, რაც მართლა ძალიან მახარებს“, - განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ „კურიერთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






