„ახლა ჩვენს ოჯახში ერთით მეტი საყვარელი ბავშვია... ირაკლის ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი“-ნათია ფანჯიკიძე (ფოტო)
საზოგადოება - 09:38, 27 May, 2016     29197
ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ოჯახური ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა.მათ ოჯახს ცოტა ხნის წინ ახალი წევრი შეემატა. მათი უფროსი შვილი, ნიკოლოზ ალასანია, დაქორწინდა, რომლის რჩეულიც ნუცა ადამიაა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ და არაერთ ინტერნეტ გამოცემაში გამოჩნდა ახალდაქორწინებულების ფოტოები და სხვადასხვა ინფრმაცია. ჟურნალ „სარკესთან“ ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრა, თუ როგორ გრძნობს თავს დედამთილის ამპლუაში და ზოგადად როგორია მისი ოჯახისთვის ეს სიახლე.

- ქალბატონო ნათია, თქვენი ოჯახის ცხოვრებაში ახალი და ძალიან ლამაზი ეტაპია. თქვენ და თქვენი ქმარი დედამთილ-მამამთილი გახდით, რა შეგრძნებით შეხვდით ამ სიახლეს?
- დედამთილობას ასე ვერ აღვიქვამ. ვმხიარულობ, რომ ახლა ჩვენს ოჯახში ერთით მეტი საყვარელი ბავშვია, თუმცა ბავშვიც აღარ ეთქმის, ნიკაც და ნუცაც სრულწლოვანები არიან, რძალი 19 წლისაა, ნიკუშა - 23-ის. ყველაზე მეტად ჩემი თავის ბებიის როლში წარმოდგენა მახარებს. ეს მაქვს ყველაზე კარგად დანახული და მოუთმენლად ველოდები, როდის ვითამაშებ პატარა ბარტყით.

- ბატონი ირაკლი როგორ შეხვდა ვაჟის დაქორწინებას?
- ძალიან დიდი სიხარულით. ის უფრო ვერ გავაცნობიერეთ, რომ ნიკუშა ცოლიანია ან ნუცა ჩვენი რძალია, მაგრამ სამაგიეროდ გავაცნობიერეთ, რომ გვეყოლება სათამაშო ბავშვი. ეს ორივესთვის, ირაკლისთვისაც და ჩემთვისაც, ძალიან დიდი სიხარულია. ღმერთმა ჯანმრთელი მოაბრძანოს ის ბავშვი! ვთვლი, რომ ირაკლი მართლა ძალიან კარგი მამაა დღესაც, საკმაოდ კარგად ესმის თავისი შვილების, ურთიერთობაში ძალიან ზომიერია. რაც შეეხება ბაბუობას, მე მგონია, რომ სიხარულისა და სიამოვნებისგან ჭკუიდან შეიშლება და თან ვფიქრობ, მან ეს დაიმსახურა! ირაკლის ყოველთვის უნდოდა მესამე შვილი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში კადრები იმდენად სწრაფად მონაცვლეობდა, სიტუაციები ისე იცვლებოდა, ხან აქ ვცხოვრობდით, ხან - სხვაგან, ხან ერთ ომში იყო, ხან - მეორეში და გამოვიდა ისე, რომ ორი შვილი გვყავს. მისი სურვილი დაგვიანებით სრულდება, სახლში პატარა ჩნდება, თანაც მისი გვარის!


წყარო: ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42